მოგესალმებით, თუ შეგიძლიათ მომწერეთ როგორ უნდა იკვ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

15-10-2013

-მოგესალმებით, თუ შეგიძლიათ მომწერეთ როგორ უნდა იკვებებოდეს 5 თვის ჩვილი? ალერგიული არ არის, არც კუჭშია შეკრული, ვაძლევ ხელოვნურ რძეს, ასევე დღეში ერთხელ სუპ პიურეს ასე ვამზადებ ნახევარი სტაფილო მეოთხედი პატარა ჭარხარი და 1 კარტოფილი სადღაც 150 გრამი გამოდის ხოლმე 1 კონა პეტრუშკა და 1 კონა კამა ოღონდ კამას არ ვაბლენდერებ ამეებს მერე ვყრი.. + ამას ვამატებ ცოცხლად დაბლენდერებულ ვაშლს მეოთხედს, რამდენად შეიძლება მოხარშულ ბოსტნეულს დავუმატო ცოცხლად ვაშლი?

პასუხი
-კვების რეჟიმი ინდივიდუალურად, ბავშვის ფსიქომოტორული განვითარების გათვალისწინებით, პირად პედიატრთან შეთანხმებით დგება.
გთავაზობთ ბოსტნეულის პიურეს მომზადების წესს: თავდაპირველად მას უნდა მიეცეს ერთი ბოსტნეული (ჭარხალი ან სტაფილო) მოხარშული და გახეხილი, შემდეგ გამთბარი, ჯერ 1 კოვზი, შემდეგ რაოდენობა გავზარდოთ 4 კოვზამდე, უნდა დავაკვირდეთ ბავშვის რეაქციას, თუ პატარამ ეს ბოსტნეული კარგად მოინელა, თანდათან, 5 – 7 დღის ინტერვალით უნდა დავამატოთ მეორე ბოსტნეული, შემდეგ კარტოფილი, შემდეგ კომბოსტო (უმჯობესია ყვავილოვანი), შემდეგ თვეებში აღნიშნულს ემატება ოხრახუში, კამა, ნიახური, ოხრახუში, ხახვი, ნიორი, თეთრი პურის გახეხილი ორცხობილა 7 თვის ასაკისთვის, ჯერ 1 კოვზი, შემდეგ რაოდენობა იზრდება. 8 თვისთვის შეიძლება დაემატოს 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. ყველა ბოსტნეული უნდა იყოს საღი, კარგად უნდა გაითალოს, გაირეცხოს, გასუფთავდეს კარგია თუ წყალში გააჩერებთ ნაახევარი საათით.
ქვაბში ყველაფერს ერთად ნუ ჩაყრით, რაც დიდხანს იხარშება უფრო ადრე ჩადეთ, რაც სწრაფად იხარშება უფრო მოგვიანებით, კომბოსტო ყველაზე ბოლოს. მოკლედ, ადუღებულ წყალში ჩაყრით მომზადებულ ბოსტნეულს რომლისგანაც ამზადებთ სუპს და თავდახურული ხარშავთ, რომ მოიხარშება გახეხავთ სახეხზე ან დააბლენდერებთ და ერთხელ წამოადუშებთ, სანამ ცხელია დაამატებთ ცოტა ზეთსა და მარილს.
გახეხილი ვაშლი ან მისი პიურე 3 სადილის კოვზი, მიეცით ცალკე.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად