სასწრაფოდ მჭირდება თქვენი დახმარება.ვარ 160სმ,49კგ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

14-10-2013

-გამარჯობათ,სასწრაფოდ მჭირდება თქვენი დახმარება.ვარ 160სმ,49კგ და მჭირდება 4-5კგ-ს დაკლება.მაქვს მეორე ჯგუფის უარყოფითი სისხლი.ძალიან გთხოვთ,მირჩიეთ რამე დიეტა,რითაც ამ პარამეტრების და სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანი გარანტირებულად დავიკლებ 10 დღეში მინიმუმ 4კგ-ს.ძალიან დიდი მადლობა წინასწარ

პასუხი
-ჩვენ შევეცდებით მოგაწოდოთ იმ პროდუქტების დასახელება, რომელსაც სისხლის - ჯგუფის მიხედვით დიეტების მიმდევრები ურჩევენ ადამიანებს, მაგრამ რამდენად ეფექტური იქნება იგი, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. დიეტა მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებისთვის ამ ადამიანებს გახდომაში და ორგანიზმის გაჯანსაღებაში დაეხმარებათ მხოლოდ ვეგეტარიანული ცხოვრბის წესი.
რეკომენდირებულია ამგვარი პროდუქტის მიღება:
• ბოსტნეული(გარდა კარტოფილისა და პომიდორისა);
• მცენარეული ზეთი;
• სოიის პროდუქტი;
• უცხიმო თევზი;
• ანანასი,ვაშლი,მსხალი,ყველა სხვა ხილი,გარდა ციტრუსეულის,ბანანის,ქოქოსის და პაპაიისა;
• რძემჟავის პროდუქტები.
დასკვნის გამოსატანად,ავღნიშნოთ,რომ მეორე ჯგუფის სისხლის მფლობელებს ურჩევნიათ სრულად ბოსტნეულის დიეტას დაეყრდნონ.მთავარი მენიუ უნდა შედგებოდეს ბოსტნეულისგან ნებისმიერ ფორმაში ,ცილების მიღება კი შეიძლება უცხიმო თევზისგან.
სასმელად გამოიყენონ კომპოტები,მწვანე ჩაი,ყავა,წითელი ღვინო. კატეგორიულად აკრძალულია ამ პროდუქტების გამოყენება :ხორცის პროდუქტები,შავი ჩაი,ტკბილი გაზირებული სასმელები ,ციტრუსის წვენები ,მწარე კერძები ,მჟავე ბოსტნეული(პომიდორი),ხილი და კენკრა, მარილიანი საკვები(დამწნილებული და დამარილებული),კარტოფილი,მაიონეზი,კომბოსტო(გარდა ბროკოლისა) რადგანაც ამ ადამიანთა ორგანიზმი ვეგეტარიანელობაზეა აწყობილი,კუჭს აქვს დაქვეითებული მჟავიანობა,ამიტომ ხორცის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს საკვების მომნელებელი სისტემის დაავადებები, წონის მომატება და სიმსუქნე. თუ მაინცდამაინც ხორცის მირთმევა გინდათ,მაშინ ეს უნდა იყოს ინდაურის ან ქათმის გულმკერდი. გაითვალისწინეთ ეს რჩევები და შეირიჩიეთ ამ საკები პროდუქტებისგან შემდგარი დიეტები. აქვე გაითვალისწინეთ, რომ სპეციალისტებმა დიდი ხანია დაადგინეს წონის კლების ოპტიმალური ტემპი - თვეში 3-4 კილოგრამი. ამაზე სწრაფი კლება ორგანიზმში იწვევს ძვრებს, არღვევს მენსტრუალურ ციკლს, სპერმატოგენეზს, ვნებს კანს, ენდოკრინულ სისტემას, კუჭ-ნაწლავს, თანაც ასეთი დიეტის შეწყვეტის და ჩვეული რეჟიმის აღდგენის შემდეგ ადამიანი უფრო სწრაფად იმატებს წონას.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად