–მყავს 1,9 თვის გოგონა, რომესაც გულის მცირედი შუილ... | დაავადებათა მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დაავადებათა მკურნალობა
03-10-2013

–მყავს 1,9 თვის გოგონა, რომესაც გულის მცირედი შუილი ჰქონდა, ჩემმა კარდიოლოგმა გაგვიშვა ბავშვთა ახალ კლინიკაში ექოსკოპიის გასაკეთებლად, რომლის დასკვნაშიც წერია: მარცხენა პარკუჭის ღრუში თვალიერდება დამატებით ქორდა. წინაგულთაშუა და პარკუჭთაშუა ზგიდეები ინტაქტურია; წინაგულთა და პარკუჭთა ღრუების ზომები ასაკობრივი ნორმის ფარგლებშია. სსარქვლოვანი აპარატი-პათოლოგიის გარეშე. მაგისტრალური სისხლძრღვები -N. დოპლეროგრაფიული მონაცემები ნორმაშია. კლინიკაში კარდილოგმა გვითხრა რომ საშიში არაფერია და დაუნიშნა კუნთების გასამაგრებლად "აპიკიცი" (არ ვიცი რამდენად სწორად ამოვიკითხე) და მეორე "აპიკორი". ჯერ ეს დასკვნა არ მიჩვენებია ჩემი კარდიოლოგისათვის. იქნებ ამიხსნათ რა არის ეს დამატებითი ქორდა, რას წარმოადგენს, შეუქმნის თუ არა მომავალში რაიმე სახის პრობლემას ბავშვს, რამდენად სწორად დანიშნა ექიმმა ეს წამლები, როგორც აგვიხსნა მინერალებისა და ვიტამინების ნაკრებიაო?. თითქმის იგივე პრობლემა აქვს ჩემს უფროს ვაჟსაც, რამდენად არის ეს გენეტიკური და შესაძლებელია თუ არა რომ ეს დამატებითი ქორდა მე ან ჩემს მეუღლეს გვქონდეს და მათ მემკვიდრეობით გადაეცეთ?

პასუხი
-დამატებითი ქორდა გულის ღრუში თანდაყოლილი პათოლოგიაა, რომელიც არ ცვლის დრამატულად გულის მუშაობის რეჟიმს, ის საშიში არ არის. დამატებითი ქორდების აღმოჩენა ბოლო პერიოდში დაკავშირებულია თანამედროვე ექოსკოპიური აპარატურის დანერგვასთან. თუ სხვა ცვლილება არ აღინიშნება, არავითარი სპეციალური მკურნალობა და ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა არ არის საჭირო. რეკომენდებულია 2-3 წელიწადში ერთხელ ექოსკოპიური კონტროლი. შესაძლოა ეს მემკვიდრეობით მიღებული ნიშანიც არის, თუმცა როგორც უკვე აგიხსენით სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას არ წარმოადგენს. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად