როგორც ვიცი სექტემბრიდან საკეისრო კვეთა ჩვენების გ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

01-10-2013

-როგორც ვიცი სექტემბრიდან საკეისრო კვეთა ჩვენების გარეშე აიკრძალა, მაინტერესებს სად შეიძლება გავეცნო ამ ჩვენებათა ნუსხას, თუ შეგიძლიათ თქვენ მომწეროთ, ან ის მაინც მითხრათ ასაკი თუ შედის ამ სიაში და კონკრეტულად რომელი წლიდან ზემოთ კეთდება საკეისრო, გმადლობთ

პასუხი
-ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ოპერაციული ჩარევა, საკეისრო კვეთაც მხოლოდ ჩვენებისამებრ უნდა ჩატარდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ საკეისრო კვეთის ოპერაცია პათოლოგიური მდგომარეობიდან გამოსავალია და არა არჩევის მეთოდი. განასხვავებენ საკეისრო კვეთის აბსოლუტურ და შედარებით ჩვენებებს. აბსოლუტური ჩვენება იმას ნიშნავს, რომ მშობიარობა ბუნებრივი გზით შეუძლებელია. ასეთია გართულებები, რომლებიც დედასა და ნაყოფს სასიკვდილო საფრთხეს უქმნის:
* ნაყოფის არასწორი (გარდიგარდმო) მდებარეობა;
* ნაყოფისა და სამშობიარო გზების ზომათა შეუსაბამობა (ვიწრო ან დეფორმირებული მენჯი, დიდი ნაყოფი, საშვილოსნოს ყელისა და საშოს ნაწიბუროვანი დავიწროება, სამშობიარო გზების სიმსივნეები);
* სასქესო ორგანოების ვარიკოზი;
* პლაცენტის სრული წინამდებარეობა (როდესაც იგი ახშობს საშვილოსნოდან გამოსავალს) ან ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლა;
* საშვილოსნოს მოსალოდნელი ან დაწყებული გახევა;
* ჭიპლარის გამოვარდნა და სხვა. ერთი აბსოლუტური ჩვენება საკმარისია, რომ საკეისრო კვეთა ჩატარდეს. ამ შემთხვევაში არც ოპერაციის პირობებს და არც უკუჩვენებებს არ ითვალისწინებენ. შედარებითი ჩვენება ისეთი კლინიკური სიტუაციაა, როდესაც ნაყოფის მიღება ბუნებრივი მშობიარობით შესაძლებელია, მაგრამ არსებობს უფრო დიდი რისკი, ვიდრე საკეისრო კვეთის შემთხვევაში. ამ დროს ოპერაციის ჩასატარებლად საჭიროა ორი და მეტი შედარებითი ჩვენების არსებობა.
შედარებითი ჩვენებებია:
* დიდი ან გადამწიფებული ნაყოფი; * ნაყოფის მენჯით წინამდებარეობა;
* 35 წელს გადაცილებული პირველმშობიარე;
* დედის მძიმე მდგომარეობა (სამშობიარო მოქმედების ანომალიები, ორსულობის გართულებები, ექსტრაგენიტალიური დაავადებები - ტუბერკულოზი, მაღალი მიოპია, თირკმლის, ცენტრალური ნერვული სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე - მრავალკვანძოვანი მიომა და სხვა);
* ნაყოფის დისტრესსინდრომი (ჟანგბადოვანი შიმშილი), ღრმა დღენაკლულობა;
* სასქესო ორგანოების ინფექციათა გამწვავება ორსულობის ბოლო კვირას - სამშობიარო გზებში გავლისას ბავშვი შესაძლოა დაინფიცირდეს.
ამ საკითხის უკეთ განხილვისთვის გაეცანით ჩენს ვებრ გვერდზე ნანა ხუცაიძის სტატაის „საკეისრო კვეთა“.
http://www.mkurnali.ge/qali/1701-2010-01-19-17-33-03.html
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად