, იცით რაშია საქმე? დაახლოებით ერთი კვირა საღამოობ... | ყელი, ყური, ცხვირი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ყელი, ყური, ცხვირი

კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი

30-09-2013

-გამარჯობა, იცით რაშია საქმე? დაახლოებით ერთი კვირა საღამოობით როდესაც სიცხეს ვიზომავდი 37 ამდე ამდიოდა როცა ჩემი ნორმალური ტემპერატურა 36 ამდე არის, შემდეგ თითქოს მიწყნარდა ეს ბოლო ორი დღეა გრიპი მაქვს ცხვირიდან სისველე მაწუხებს და დილაობით სუსტად ვარ,ასევე ეს ბოლო ორი დღეა ყელში როგორ გითხრათ თითქოს ბურთივით მაქვს გაჭედილი ვყლაპავ ნერწყვს ჩადის მაგრამ იმ წამსვე იგივე შეგრძნება მაქვს, რომ ვწვები უფრო მაწუხებს... იცით სადღაც წავიკითხე რომ გლანდებმაც იცისო და რა შეიძლება იყოს? ასევე ჯირკვალიც გამომებერა ,ეს ბავშვობიდან მაქვს ამის პრობლემა ოდნავ როდესაც გავცივდები მიღიზიანდება, იქნებ მირჩიოთ რა ვქნა, ძალიან დიდი მადლობა წინასწარ.

პასუხი
-ჩივილებიდან გამომდინარე რესპირატორულ ინფექციას უკავშირდება ცხირ-ხახაში ანთებითი მდგომარეობა. სასურველია მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს, რათა ყელი დათვალიერდეს და ანგინა გამოირიცხოს.  შვებას მოგგვრით გვირილის, ევკალიპტის, ყვითელგულას, სალბის ნაყენი. დაავადების პირველ დღეებში სასარგებლოა თბილი სოდიანი ხსნარის გამოვლება. 1 ჩაის ჭიქა წყალში 1 ჩაის კოვზი სოდა უნდა გავხსნათ.  შეგიძლიათ გამოიყენოთ ანტისეპტიკური საწუწნი აბებიც, რომლებიც ანტიმიკრობული აქტიურობითაც გამოირჩევა.
სვით დამარბილებელი ჩაი: ჩვეულებრივ ან ბალახეულ (გვირილის ან სხვა) ჩაის დაუმატეთ ალთეს ფესვების ნაყენი და დაატკბეთ თაფლით, თუ მის მიმართ ალერგიული არ ხართ. მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი სითხე თბილი სახით.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად