ვარ 5 თვის ორსული,ჩემს გინეკოლოგს არ უთქვამს ე.წ. ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

30-09-2013

-ვარ 5 თვის ორსული,ჩემს გინეკოლოგს არ უთქვამს ე.წ. სამმაგი ტესტის გაკეთების შესახებ და რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება?ეხოს მონაცემებით ბავშვს კისრის ნაოჭი და ყველაფერი წესრიგში აქვს.თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად გამიშიფროთ რაში მდგომარეობს ეს ანალიზი და რა შედის მასში.მადლობთ

პასუხი
-სკრინინგ ტესტი არის ტესტების სერია, რომელი იძლევა თანდაყოლილი დაავადებების არსებობის შესახებ სავარაუდო აზრს. ანუ თუ სკრინინგ ტესტით მოხდა სავარაუდო პათოლოგიის გამოვლენა, უნდა მოხდეს მისი სხვა დამატებითი გამოკვლევებით დადასტურება.
სკრინინგი ტარდება ორჯერ, მე-10-13 კვირაზე და მე-16-19 კვირაზე სამი ქრომოსომული ანომალიის დიაგნოსტიკისათვის :დაუნის სინდრომი, ედვარსის დაავადება, ნერვული მილის დეფექტები. სკრინინგი აუცილებელია 35 წელს გადაცილბულ ორსულებში, როცა ბავშვის მამა 45 წელს გადაცილებულია, გამოკვლევა აუცილებელია მაშინ თუ ანამნეზში ორი ან მეტი სპონტანური აბორტია, ოჯახის ისტორიაში არის დაუნის სინდრომის შემთხვევა და ან რადიაციული დასხივების შემთხვევაში.
საჭირო ანალიზები განისაზღვრება თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე ეს არის ის გაიდლაინი (მითითება) რომელიც მიღებულია გინეკოლოგთა საზოგადოებაში, რაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ექიმს ეს ყველაფერი უნდა მოსთხოვოთ. ყველა ექიმს აქვს გარკვეული მიდგომა გარკვეული საკითხის მიმართ.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად