მენსტრუაციის დამთავრებიდან მერამდენე დღეს ხდება და... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

27-09-2013

-მენსტრუაციის დამთავრებიდან მერამდენე დღეს ხდება დაფეხმძიმება?თუ ეს ყველაში განსხვავებულადაა?

პასუხი
-კალენდარული მეთოდით ჩასახვისთვის ხელსაყრელი დღეების გამოთვლა ციკლის ხანგრძლიობის მიხედვით ხდება. ციკლის ხანგრძლიობა განისაზღვრება დღეების რაოდენობით ორ მომდევნო მენსტრუაციას შორის ანუ რიგითი მენსტრუაციული სისხლდენის პირველი დღიდან მომდევნო მენსტრუაციის პირველ დღემდე დღეების რიცხვით.
დაორსულების ალბათობა ყველაზე დიდია ოვულაციის პერიოდში. ეს მომენტი დაახლოებით ორ მენსტრუაციას შორის შუა პერიოდს ემთხვევა. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ორსულობის განვითარება მოსალოდნელია არა მხოლოდ იმ დღეს, როცა ოვულაცია მოხდა, არამედ მაშინაც, თუ სქესობრივი ურთიერთობა გქონდათ ოვულაციამდე სამი დღით ადრე (რადგანაც სპერმატოზოიდები განაყოფიერების უნარს სამი დღის განმავლობაში ინარჩუნებენ), ან ოვულაციიდან მეორე-მესამე დღეს (რადგან საშვილოსნოში გადმოსული კვერცხუჯრედიც ასევე 2-3 დღეა განაყოფიერების უნარიანი).
დამატებით გაეცანით ამ თემაზე მომზადებულ მასალას "ჩასახვისთვის ხელსაყრელი დღეები"
http://www.mkurnali.ge/qali/ginekologia/2612-chasakhvisthvis-khelsayreli-dgheebi.html
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
17 თებერვალი 2015 15:42
გტხოვტ მიპასუხოტ
16 ივნისი 2014 20:17
ვარ 42 წლის ქალი ვიყავი გათხოვილი. არ ვყოფილვარ ფეხმდზიმედ. მენსტრუაციული ციკლი მაქვს რეგურალურად მაგრამ შემცირებული თითქმის 1-2 დღემდე . შეიძლება თუ არა დავრჩე ფეხმძიმედ.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად