ვარ 17 წლის ქალიშვილი. 2 წელია რაც მენსტრუაცია მაქ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

21-09-2013

-ვარ 17 წლის ქალიშვილი. 2 წელია რაც მენსტრუაცია მაქვს, ყოველთვის მიცდება 3-4 დღით, ჯერ არ მაქვს დარეგულირებული ზუსტად მოსვლის დღე. მენსტრუაცია ჩვეულებრივად გრძელდება 5 დღე,პირველ დღეს მკვეთრად გამოხატული, სხვა დღეებში ზომიერი ტკივილთ. მაინტერესებს, როდის უნდა დამირეგულირდეს ციკლის დღეები? გთხოვთ გამარკვიოთ, რადგან მე ასე ვიცი, რომ 2-3 წლის განმავლობაში ციკლი უნდა ჩადგეს ნორმაში, არავინ მყავს მრჩეველი, გთხოვთ მიპასუხოთ. წინასწარ მადლობა

პასუხი
-თუ თქვენ თვლით რომ ნორმაში მენსტრუაცია უნდა იწყებოდეს ყველა შემთხვევაში თვის ერთსადაიგივე რიცხვში არასწორია. შეადგინეთ მენსტრუალური ციკლის კალენდარი (ყოველთვე მონიშნეთ მენსტრუალური ციკლის დასაწყისი) და არ გაგიჭირდებათ იმის გამოთვლა თუ რამდენ დღიანი ციკლი გაქვთ. ქალს უნდა ჰქონდეს მეტ ნაკლებად (+/-3 დღე) რეგულარული ციკლი. მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა ანუ დრო ერთი მენსტრუაციის დაწყებიდან მეორე მენსტრუაციის დაწყებამდე - ინდივიდუალურია და მერყეობს 21-დან 35 დღემდე.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
18 აპრილი 2020 09:15
გამარჯობაა ვარ 18წლის ქალიშვილი ციკლიი მიცდებაა თვეგამოშვებით ერთი თვე მომდის მეორე თვეე არაა ძაან შეშინებულივაარ იქნებ მიპასუხოთ რისი ბრალი უნდა იყოს ძააან გთხოვთ მიპასუხოთ??
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად