სახლის პირობებში ტილები როგორ უნდა მოვიშოროთ? 15 წ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

12-09-2013

-სახლის პირობებში ტილები როგორ უნდა მოვიშოროთ? 15 წლისაა და ტილებიი ყავს და აფთიაქის გარეშე თუ შეიძლება როგორმე ვუშველოთ? მალე გამეცით რა პასუხი წინასწარ დიდი მალდობა

პასუხი
-დღეს აფთიაქებში წილებისა და ტილების საწინააღმდეგო უამრავი, ძალიან ეფექტური საშუალება იყიდება (სპეციალური საპონი და შამპუნიც არსებობს). პარაზიტების განადგურების მიზნით დატილიანებულ უბანს სპეციალური საშუალებებით (ნიტიფორით, პარა-პლუსი, პედილინით) ამუშავებენ. მას უსვამენ და 10-15 წუთს ტოვებენ, შემდეგ კი ამ ადგილს ცხელი წყლითა და საპნით ბანენ.
გარდა ამისა, არსებობს მათგან თავის დასაღწევი ბევრი ხალხური მეთოდიც. მაგალითად:
1. მებზე ნავთის წასმა, თავზე ცელოფნის დაფარება და 10 წუთი გაჩერება (მეტხანს არ გაიჩეროთ - თმები დაგეწვებათ), შემდეგბ თბილი წყლითა და შამპუნით ჩამობანა და ამის პარალელურად თმების ე.წ. წმინდა სავარცხლით ჩამოვარცხნაი; ეს პროცედურა კვირაში ერთხელ ჩაატარეთ.
2. თმებზე არყის წასმა, შეფუთვქა ცელოფნით 10-15 წუთი, შემდეგ ჩამოვარცხნა წმინდა სავარცხლით და თავის დაბანა. ეს პროცედურა ყოველ მეორე ღღესაც კი შეგიძლიათ გააკეთოთ.
3. წმინდა სავარცხელს გაუკეთეთ ბამბა, დაასველეთ არაყში და ისე დავარცხნეთ ბავშვს დილა-საღამოს თმები. თუ ბევრი წილები გყავთ, მაშინ ზემოთ თქმულის გარდა გირჩევთ, თმების მოკლედ შეჭრას.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ოჯახის ყველა წევრმა ერთდროულად იზრუნოს ამ პარაზიტისაგან თავის დასაღწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში მთლიანადაც რომ გათავისუფლდეთ წილებისგან, სულ მალე ისევ გახდებით დატილიანების მსხვერპლი.
კომენტარები
01 მარტი 2018 21:55
სად შეიძლება თსჩ ანალიზის გაკეთება
20 თებერვალი 2018 23:11
Parapliusi.spreia sheushxurebt dabanamde daibant da yvelaferi chamocvivdeba.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად