მოგესალმებით. უკვე მესამე თვეა, მაწუხებს ორიენტაც... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

11-09-2013

- მოგესალმებით. უკვე მესამე თვეა, მაწუხებს ორიენტაციის შეგრძნების კარგვა, უცაბედი გულის აჩქარება და ნერვული აფორიაქება.ჩიყვი გამოკვლეული მაქვს, ვიღებ ლ-თიროქსინს. ყველანაირი გამოკვლევა ჩარატარებული მაქვს და არანაირი პრობლემა არაა. ქალასშიდა წნევაც გადავიღე, მაგ მხრივაც არაფერია. ფსიქოლოგმა ციტომაქსი გამომიწერა, დავიწყე მიღება, თითქოს, ერთი პერიოდი დავმშვიდდი, მაგრამ, ისევ დამეწყო ეს ყველაფერი. აღარ ვიცი, ვის მივმართო, გულზეც გადავიღე, აქაც არაფერია. ეს თავბრუსხვევა და ნერვული მოუსვენრობა კი მუშაობაში ხელს მიშლის. ბოლოს ისღა მაფიქრებს, თიროქს8ნს არასწორად ხომ არ ვიღებ. 4,3 მქონდა TSH და ექიმმა 1/4 დამინიშნა. ახლა 1.4 მაქვს და დოზა იგივე დამიტოვა. რამეს მირჩევთ ?

პასუხი
- ეს შემანარჩუნებელი დოზაა და ენდოკრინოლოგის გადასაწყვეტია როგორ და რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი. რაც შეეხება თქვენს ჩივილებს, თუ სხვა ყველაფერი გამორიცხეთ, გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ, ხომ არ გაქვთ სანაღვლე გზების პათოლოგია, საკმაოდ ხშირად ქოლეცისტიტს ახლავს თან ასთენოვეგეტაციური სინდრომი რომელიც სწორედ თქვენ მიერ ჩამოთვლილი სიმპტომებით ხასიათდება. დააკვირდით, თუ ასეთი რამ დიეტის დარღვევის (ცხიმიანი, შემწვარი, ნიგვზიანი, ცხარე და ა.შ საკვების მიღების) შემდეგ გემართებათ, მაშინ გასტროენტეროლოგს უნდა მიმართოთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად