–.ჩემს მეუღლეს აწუხებს ხშირი ფაღარათი.ნებისმიერი ს... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
09-09-2013

–გამარჯობა.ჩემს მეუღლეს აწუხებს ხშირი ფაღარათი.ნებისმიერი საკვების მიღება მოქმედებს.ძალიან გთხოვთ მირჩიეთ რამე.რა შეიძლება დალიოს.დიდი მადლობა

პასუხი
პასუხობს სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრების ,,ჯანმრთელობის სახლის" "ნეოკლინიკისა" და "ელიტა მედის" წამყვანი სპეციალისტი, ექიმი-გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი ხმალაძე.–აღნიშნული სიმპტომები შესაძლოა კუჭ–ნაწლავის ქრონიკულ პათოლოგიას (გამწვავების ფაზაში) უკავშირდებოდეს, რომელიც დისბიოზის ფონზე მიმდინარეობს, თუმცა არ არის გამორიცხული სხვა დაავადების არსებობაც, შესაბამისად გამოკვლევის გარეშე რომელიმე პრეპარატის დანიშვნა მიზანშეუწონლად მეჩვენება. სამწუხაროდ, რაიმე დასკვნის გაკეთება მხოლოდ პაციენტთან მხოლოდ უშუალო კონტაქტის შემდეგ არის შესაძლებელი.
რჩევის სახით, შეიძლება ითქვას, რომ მანამდე პაციენტმა უნდა დაიცვას დიეტა, რომელიც გულისხმობს მჟავე, ცხარე, მლაშე, შემწვარ–მოხრაკულ (განსაკუთრებით ცხვრისა და ღორის ხორცისაგან დამზადებული კერძები) საკვებზე უარის თქმას, ასევე არ შეიძლება ცხოველური ცხიმისა და ნახარშების, კონსერვების, შებოლილი და დამარილებული საკვების, ყავის, გაზიანი სასმელების, (ბულიონების), რძისა და კარაქის ასევე უმი ხილისა და ბოსტნეულის, განსაკუთრებით, ვაშლის, ლობიოსა და კომბოსტოს მიღება. არაფერს ვამბობ ალკოჰოლურ სასმელებზე, რომელთა მიღება დაუშვებელია! პაციენტს შეუძლია მიიღოს რძის ნაწარმიდან – უმარილო ყველი, ხაჭო, მაწონი (დოლბანდში გაწურული) და (იოგურტი დანამატების გარეშე), ასევე ქათმის, ძროხის ან ხბოს მოხარშული ხორცი, კარტოფილი (პიურე, მუნდირში მოხარშული – ზეითუნის ან მზესუმზირის რაფინირებული ზეთის დამატებთ), წიწიბურისა, ბრინჯისა და ჰერკულესის წყალზე დამზადებული ფაფები, ორთქლზე დამზადებული კოტლეტები, ტყუილი ("Постный") სუფი, არაკენკროვანი მურაბები და ა.შ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად