–მეძუძური დედისთვის რძის მოსამატებლად ჩაის გარდა რ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

31-08-2013

–მეძუძური დედისთვის რძის მოსამატებლად ჩაის გარდა რა საკვებია კიდევ კარგი??

პასუხი
-რძის მოსამატებელი საუკეთესო საშუალება არის ძუძუთი კვება, ეცადეთ აწოვოთ ბავშვს ძუძუ ხშირად. გაითვალისწინეთ რეკომენდაციები, რომელიც მოწოდებულია მეძუძურისთვის.
ინფორმაციისთვის! ბავშვი უნდა კვებოთ არა საათობრივი რეჟიმით, არამედ მოთხოვნილების შესაბამისად - როცა იგი ყველანაირად მიგანიშნებთ, იგი უნდა იკვებებოდეს როგორც დღისით, ასევე ღამით.
გახსოვდეთ, ღამის კვება ხელს უწყობს რძის გამომუშავებას.
მეძუძურობის დროს ქალს აქვს პერიოდები, როცა რძის რაოდენობა კლებულობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რძე აღარ ექნება - რამდენიმე ხანში რძის პროდუცირება ისევ მოიმატებს, თუ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს და მიიღებთ საკმაო რაოდენობით სითხეებს.
რძის პროდუცირებას მცენარეული საშუალებებიდან აძლიერებს ხორბლისა და ქერის ნახარშები, რომლებიც შეგძლიათ სვათ დღის განმავლობაში წყლის მაგიერ.
გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური რძის მოსაყვანი ჩაი, რაც აფთიაქებში იყიდება.
ხალხურ მედიცინაში ბაბუაწვერას ფესვებისა და ფოთლების ნაყენს იყენებენ მეძუძურ ქალებში რძის მოსაყვანად. ბაბუაწვერას ნაყენი ასე შეიძლება მომზადდეს:
-1 ჩაის კოვზ ბაბუაწვერას დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი თბილ ადგილას, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქის ოდენობის ნაყენი (ცივი სახით) დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე;
-ბაბუაწვერას ყვავილების სიროფი: 200 ცალი ბაბუაწვერას დაქუცმაცებული ყვავილი და 1 ცალი დაქუცმაცებული ლიმონი ხარშეთ 1 ლიტრ წყალში 10 წუთის განმავლობაში. გააჩერეთ 10-12 საათი თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ გაფილტრეთ, დაამატეთ 800 გ შაქარი, და მოადუღეთ სიროფი. ცოტ-ცოტა მზა სიროფი ჩაუმატეთ ჩაიში, წყალში და ისე მიიღეთ.
როგორც უკვე ვთქვით,  რძის გამოყოფის საუკეთესო სტიმულატორია ბავშვისთვის წოვება, ყველა კვებაზე აწოვეთ ბავშვს ძუძუ.
მეძუძურმა დედამ ღამით 8 საათი მაინც უნდა იძინოს, ხოლო დღისით 1-2 საათი ისეირნოს სუფთა ჰაერზე ჩვილთან ერთად. მეძუძურ ქალს მრავალფეროვანი საკვები სჭირდება. რაციონიდან უნდა გამორიცხოს ცხიმიანი საკვები, ტკბილეული, ცომეული, ტკბილი გაზიანი სასმელი, მზესუმზირა. შემწვარი საკვები სასურველი არ არის.
შეზღუდეთ კოფეინის შემცველი პროდუქტები: ყავა, მუქი ჩაი, კოკა-კოლა, შებოლილი, დაკონსერვებული პროდუქტების, ალკოჰოლის მიღება. ალკოჰოლი ადვილად გადადის რძეში და ახალშობილებში მძიმე ნევროლოგიურ დაზიანებას იწვევს. ყველაფერი დანარჩენი - პირველი და მეორე კერძები მჭლე ხორცით ან თევზით, ხარისხიანი ყველი, ბოსტნეული, ხილი - ნებადართულია.
ნუ დაივიწყებთ ფაფებს. ბავშვის კვებისას ეცადეთ მიიღოთ მეტი ბოსტნეული და ახალი ხილი, ასე თქვენს მიერ გამომუშავებული რძე გაჯერებული იქნება ვიტამინებით - ისინი რაციონში სათითაოდ უნდა შეიტანოთ და დააკვირდეთ ბავშვის რეაქციას, დიდი მნიშვნელობა აქვს დღის რეჟიმს. სასურველია, იგი შევუთანხმოთ ბავშვის კვების რეჟიმს და საკვები მივიღოთ ძუძუთი კვების წინ (დღეში 5-6-ჯერ). ეს ხელს შეუწყობს რძის სეკრეციას.
ლაქტაციის გასაუმჯობესებად ჭამის წინ შეიძლება მიირთვათ ერთი ჭიქა რძე ან წვენი.
სასურველია დედის საკვებში არ შედიოდეს დიდი რაოდენობით სანელებლები (მაგ; ნიორი, ხახვი, სუნელი), ვინაიდან ისინი გემოსა და სუნს უცვლის რძეს, და პატარა ვეღარ ცნობს საყვარელ საკვებს. ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (ტკბილეულს, საკონდიტრო ნაწარმს) ზიანი გაცილებით მეტი მოაქვს, ვიდრე სარგებელი: ბავშვს ებერება მუცელი, დედიკო კი მოიმატებს წონას. ცხიმები აუცილებელია ღვიძლის კვებისთვის, ზოგიერთი ვიტამინის შეწოვისთვის, ცხიმის მარაგის დაწვისთვის, მაგრამ საკვებში ის არ უნდა აღემატებოდეს 25%-ს. ცხიმიან ხორცში, რძეში, შემწვარ პროდუქტებში და ერბოზელილ ცომში შედის მავნე ცხიმები, ზღვის ცხიმსა და მცენარეულ ზეთებში - სასარგებლო. ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის მიკროელემენტებიც. რკინის წყაროა ხორცი (რკინის დეფიციტი ხელს უწყობს ანემიის განვითარებას), ფოსფორისა - თევზი (უმჯობესია, მოხარშული), კალციუმისა (უზრუნველყოფს ძვლისა და კბილების ზრდას) - რძე და რძის პროდუქტები.
ქვემოთ მოგვყავს მეძუძურის მენიუ. მეძუძური ქალის ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს:
• 200 გრამი ხორცი (უმეტესად - მოხარშული და მჭლე);
• 100-150 გრამი ხაჭო;
• 20-30 გრამი ყველი;
• 1 მოხარშული კვერცხი (კვირაში 2-3 დღე);
• 600 გრამი ბოსტნეული (აქედან კარტოფილი - არა უმეტეს 200 გრამისა);
• 200-300 გრამი ხილი;
• პური - არა უმეტეს 400 გრამისა (ამ ოდენობაში შედის სხვა ცომეული და საკონდიტრო ნაწარმი); ჭვავის პური – 100გ . ხორბლის პური – 200 გ
• სითხე - არა უმეტეს 2 ლიტრისა, აქედან 1 ლიტრი საკვების, ხოლო 1 ლიტრი წყლის სახით (ამაში არ შედის ტკბილი გაზიანი სასმელები - კოკა-კოლა, ფანტა, პეპსი-კოლა და სხვა).
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად