თუ შეძლება მითხარით რა სიმპტომებით ხასიათდება ლემე... | სამედიცინო ენციკლოპედია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სამედიცინო ენციკლოპედია

-თუ შეძლება მითხარით რა სიმპტომებით ხასიათდება ლემერას სინდრომი? მადლობა

პასუხი

-ლემერის სინდრომი,  ანგინის შემდგომი სეფსისი, ხასიათდება 4 ძირითადი ნიშნით:  ინფექციის პირველადი კერა ცხვირხახაშია; სეპტიცემია,  შიდა საუღლე ვენის თრომბოზის კლინიკური ან რადიოგრაფიული ნიშნები და მინიმუმ ერთი მეტასტაზური კერა. ლიტერატურაში აღწერიალია დაავადების რამდენიმე ასეული შემთხვევა. აქედან 18 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანებზე მოდის შემთხვევათა 1/5-ზე ნაკლები. სტატისტიკურად ერთი მილიონი მოსახლიდან წელიწადში ერთი ადამიანი ავადდება.
საკმაოდ ხშირად ლემერის სინდრომი გამოწვეულია Fusobacterium necrophorum-ის მიერ, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ დაავადების მიზეზი იყოს Fusobacterium-ის გვარის სხვა წარმომადგენლები, BacteroidesStreptococcusLactobacillus spp. Fusobacterium იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან ბაქტერიემიას ბავშვების 10-17 %-ში.  მიკროორგანიზმის ინვაზიური თვისებები განპირობებულია პროტეოლიზური ფერმენტების, ენდოტოქსინების, ლეიკოციდინის და ჰემაგლუტინინის შემცველობით.

პირ-ხახის ლორწოვანის დაზიანებას მივყავართ ქსოვილოვან ნეკროზამდე, რაც ქმნის ბაქტერიის გამრავლებისთვის აუცილებელ ანაერობულ გარემოს.
დაავადება იწყება ფარინგიტით ან ანგინით, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღიდან 3კვირამდე. ხახის მიმდებარე სივრცის ანატომია შესაძლებელს ხდის ინფექციის შეღწევას შიგა საუღლე ვენაში როგორც პირდაპირი, ისე ლიმფოგენური და ჰემატოგენური გზებით. საუღლე ვენიდან სეპტიკური ემბოლები შეიძლება ნებისმიერ ორგანოში მოხვდნენ. დიდხანს რჩება ცხელება, ტკივილი ყელის გვერდით მიდამოში და შეშუპება. მალე ჩნდება ფილტვების უკმარისობის ან   მიალგია ართრალგიით ნიშნები. შეიძლება აგრეთვე აღინიშნოს სეპტიკური ართრიტი და ოსტეომიელიტი, მაგრამ აბსცესები რბილ ქსოვილებში და მუცლის ღრუში არასდროს აღინიშნება. შეასაძლებელია აღინიშნებოდეს მუცლის ტკივილი(ქალებში), ჰეპატომეგალია, სიყვითლე, ენცეფალოპათია, მიელიტი. სინდრომის იშვიათობისა და ატიპური საწყისი სიმპტომების გამო ხშირად დიაგნოზი გვიან ისმება.

დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმის პროფესიონალიზმს. მან ამ სინდრომზე ეჭვი უნდა მიიტანოს ცხელების, ყელის ტკივილის და შეშუპების შემთხვევაში, როდესაც ეს სიმპტომები თავს იჩენს ანგინის ან ფარინგიტის გადატანის შემდეგ, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც არსებობს ცვლილებები ფილტვებში.
ლეიკოციტოზი ბავშვებში აღინიშნება 15-20 ათასი./მმ3 დროს,  ფორმულის მკვეთრი გადახრით  მარცხენა მხარეს. ედს ყოველთვის მომატებული და შეიძლება მიაღწიოს >100 მმ/სთ. ლაბორატორიული მონაცემებიდან ასევე შეიძლება დავაკვირდეთ ღვიძლში მომატებულ ტრანსამინაზებს, სტერილურ პიურიას, ანემიას, ანტიდიურეზული ჰორმონების სეკრეციისა და ელექტროლიტურ დარღვევებს, შრატის ამილაზების მომატებულ დონეს. სისხლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისას, როგორც წესი, გამოიყოფა F.necrophorum. ფილტვებში შესაძლებელია ინფილტრატის, თრომბოემბოლების,   პლევრის ღრუში გამონაჟონის ან ემპიემის გამოვლენა.  თუმცა შეიძლება რენტგენოლოგიური სურათი ნორმალურიც კი იყოს. დიაგნოზი დასტურდება შიდა საუღლე ვენის ფლებიტის დაფიქსირებით.
სადიაგნოსტიკოდ იყენებენ რენტგენოგრაფიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას კონტრასტით, ულტრაბგერით ან მაგნიტორეზონანსულ მეთოდს.
ლემერის სინდრომის მკურნალობის ძირითადი მეთოდია ანტიბაქტერიული თერაპია. მიუხედავად იმისა, რომ პირის ღრუს ანაერობული გარემო როგორც წესი, მგრძნობიარეა პენიცილინის მიმართ, ფუზობაქტერიის ზოგი შტამი რეზისტენტულია ბეტა-ლაქტამაზას პროდუქციის გამო, ამიტომ სასურველია გამოყოფილი ბაქტერიების ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის დადგენა.

ემპირიული თერაპიის მიზნით რეკომენდირებულია კლინდამიცინის, მეტრონიდაზოლის, პენიცილინის,  β-ლაქტამაზაგამძლე ცეფალოსპორინი ანტიანაერობული აქტიობით.

ანტიბიოტიკოთერაპია პაციენტის მდგომარეიობიდან გამომდინარე გრძელდება 7-14 დღე პარენტერალურად, და შემდეგ გრძელდება  პერორალური ანტიბიოტიკოთერაპია 2-4 კვირის მანძილზე.
სინდრომის მიმდინარეობა, როგორც წესი, გაჭიანურებულია სეპტიკური ემბოლიზაციის გამო. რეკომენდირებულია ჰეპარინით,  ანტიკოაგულაციური თერაპია განსაკუთრებით გავრცელებული თრომბოზის დროს. ეს თერაპია ამცირებს ავადმყოფობის ხანგრძლივობას და ქირურგიული ჩარევის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. ქირურგიული ჩარევა აუცილებელია აბსცესების დრენაჟისთვის: პლევრის ღრუს, სახსრებში ჩირქოვანი პროცესისას, როდესაც ანტიბიოტიკები არაეფექტურია. შიდა საუღლე ვენის მოშორება ან ლიგირება იშვიათადაა საჭირო და ტარდება მხოლოდ ავადმყოფობის პროგრესირებისას, ოპტიმალური კონსერვატიული თერაპიის მიუხედავად.
დღესდღეობით ლეტალური გამოსავალი იშვიათია.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად