–11 დღის წინ გავიჭერი ფეხი დაუჟანგავ ცინკის ჟეშტზე... | ინფექციური სნეულებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ინფექციური სნეულებები
20-08-2013

–11 დღის წინ გავიჭერი ფეხი დაუჟანგავ ცინკის ჟეშტზე.გაჭრიდან მეთერთმეტე დღეს ავიცერი ტეტანუსზე.ვიცი რომ დაგვიანებულია მაგრამ ეს აცრა შედეგს მაინც გამოიღებს ?ვარ 12 წლის და 5 წლის ასაკში მქონდა ანაცრელი ტეტანოსზე. მაინტერესებს აცრამ თუ შედეგი არ გამოღო სიმპტომები რა არი ? და რამდენ ხანში შეიძლება გამოვლინდეს?

პასუხი

–ტეტანუსის აცრის შემდგომ იმუნიტეტი გრძელდება 15 წელი, შესაბამისად თუ თქვენ 5 წლის ასაკში აცრილი იყავით, ტეტანუსის საშიშროება არ გემუქრებათ

დაავადებისთვის დამახასიათებელია:  თითქმის ყოველთვის მწვავედ იწყება. ზოგჯერ სხვა ნიშნებს წინ უძღვის უმადობა, მოუსვენრობა, უსიამოვნო წვის შეგრძნება ჭრილობის არეში და მჩხვლეტი ტკივილი, რომელიც ვრცელდება ნერვული ღეროს გასწვრივ. დაავადებისთვის დამახასიათებელია:

საღეჭი კუნთების დაჭიმულობა (ტრიზმი) -ავადმყოფს კრიჭა შეკრული აქვს, პირის გაღება შპატელითაც ვერ ხერხდება;

კისრის კუნთების დაჭიმულობა (რიგიდულობა);

ყლაპვის გაძნელება (დისფაგია) საყლაპავის კუნთების სპაზმის შედეგად.

თვითნებური მიმიკა -ერთდროული ღიმილ-ტირილი (ტანჯული ღიმილი, სარდონიკული ღიმილი). ამ დროს შუბლი დანაოჭებულია, პირის ნაპრალი -გაჭიმული, ტუჩის კუთხეები - დაწეული.

ამ სიმპტომების შერწყმა მხოლოდ ტეტანუსს ახასიათებს. მათ კისრის კუნთების მტკივნეული რიგიდულობა მოსდევს, ხოლო შემდეგ ზურგის სწორი კუნთებიც იჭიმება და მაგრდება. კუნთების დაჭიმულობა დაღმავალი თანმიმდევრობით ვრცელდება: კისერი, ზურგი, ქვედა კიდურები. სპაზმს არ განიცდის მხოლოდ მტევნისა და ტერფის კუნთები. ავადმყოფი რკალისებურად იხრება (ოპისტოონუსი), საწოლს მხოლოდ კეფითა და ქუსლებით ეყრდნობა. თავდაპირველად კუნთების სპაზმი რამდენიმე წამს გრძელდება და მოდუნებით იცვლება, მერე და მერე კი უფრო ინტენსიური, ძლიერი, ხანგრძლივი და დამღლელი ხდება. ავადმყოფი გონებას ბოლომდე არ კარგავს, განიცდის ძლიერ ტკივილსა და შიშს.
შინაგანი ორგანოების ფუნქციები ირღვევა და მათ სრულ ან ნაწილობრივ აღდგენას რამდენიმე კვირა ან თვე სჭირდება. გამოხატული კლინიკური სურათი 2-4 კვირას გასტანს, მაგრამ სახსრების კონტრაქტურა და ნერვების დამბლა ზოგჯერ გამოჯანმრთელების შემდეგაც კარგა ხანს ნარჩუნდება. დაავადება მძიმეა. სიკვდილიანობა, განსაკუთრებით -ახალშობილებში, 60%-ს აღწევს. ტეტანუსის ათიდან 8 შემთხვევა სწორედ ახალშობილებზე მოდის. ეს გახლავთ ე.წ. ჭიპისმიერი გაშეშება, რომელიც განპირობებულია დედების ჰიგიენის დაბალი დონით, მშობიარობისას ჰიგიენური პირობების დარღვევით (ასეა განვითარებად ქვეყნებში, სადაც ქალები მშობიარობენ არა სტაციონარულ პირობებში, არამედ სახლში, ბოსელში, მინდორში) და ა.შ.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად