რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა. კიდევ დიდ მადლობას გიხდით, გაცემული პასუხებისთვის. კიდევ მჭირდება თქვენი რჩევა. საკეისრო გავიკეთე ზუსტად ერთი წლის წინ. ნარკოზმა იმოქმედა საშინლად, რაც გამიგია რომ შეიძლება გამოიწვიოს, მგონი ჩემს შემთხვევაში ყველაფერს ქონდა ადგილი :) ყველაზე მეტად რაც მაწუხებს არის ის, რომ აშკარად გამიუარესდა მხედველობა მას შემდეგ და ყველაზე მთავარი - მახსოვრობა! ყოველთვის შესაშური მეხსიერება მქონდა. მაგრამ მას მერე ... მამშვიდებდნენ რომ რამდენიმე თვეში მოგვარდებოდა ეს პრობლემა, მაგრამ ერთი წელი გავიდა. საშინელ დისკომფორტს მიქმნის, დროის ძალიან პატარა შუალედში მავიწყდება ბევრი რამე.ხან არის რომ საერთოდ მიჭირს აღდგენა რაიმე მონაკვეთის, მაგალითად, შეიძლება ვერაფრით აღვიდგინო ცოტა ხნით ადრე რომ ვისაუბრე ტელეფონზე. იქნებ მირჩიოთ რამე, ექიმთან რომ მივიდე შესაძლებელია მედიკამენტების საშუალებით ამ პრობლემის მოგვარება? შემსუბუქება მაინც. ძალიან დიდი მადლობა წინასწარ.
პასუხი
-მსგავსი ცვლილებები დამახასიათებელია მშობიარობის შემდგომ, რომელიც მხოლოდ ანესთეზიით არ არის გამოწვეული და ზოგადად უკავშირდება ორგანიზმის გადაღლასა და გამოფიტვას. აუცილებელია მოიწესრიგოთ კვება, შეძლებისდაგვარად ძილი და მიმართოთ ნევროპათოლოგს.