მყავს 1.5 ის კოკერ-სპანიერის ლეკვი ბეწვის ცვენა და... | ვეტერინარია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ვეტერინარია

კატეგორია - ვეტერინარია

15-08-2013

-მყავს 1.5 ის კოკერ-სპანიერის ლეკვი ბეწვის ცვენა დაეწყო საშინელი უკვე 2 დღეა რისი ბრალია? ან რა შეიძლება ვუშველო?

პასუხი
- ცხოველებში ბეწვის ცვენას  მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.  ძაღლებში ბაწვის ცვენა შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა კვებამ. ზოგიერთი ვიტამინსა და მინერალის უკმარისობა იწვევს თმის ბოლქვების დაზიანებას, რის გამოც  ბეწვი ვარდება ბოლქვიდან ანუ ძირიდან და ვითარდება  თმის ცვენა.
ბეწვის ცვენის მიზეზი შეიძლება გახდეს კანის პარაზიტები (ბეწვიჭამია და ბუმბულიჭამია ტკიპები), ამ დროს ქავილიცაა დამახასიათებელი.  ასევე სოკოც იწვევს ბეწვის ცვენას, კერძოდ კი _  მიკოსპოროზი, ტრიქოფიტოზი და მკრეჭავი მუნი. ამ დროს ბეწვი ცხოველებს სცვივათ მხოლოდ განსაზღვრულ (სოკოთი ინფიცირებულ)  ადგილებში.
ბეწვის ცვენა ხდება ალერგიული რექციების დროსაც (ქავილი და აქერცვლაც ახასიათებს). შინაური ცხოველის არასწორი და ჭარბი კვების შემთხვევაში, მითუმეტეს თუ ეს საკვები არ არის მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის განკუთვნილი, სისხლში ხდება ალერგენის დაგროვება  და დასუსტებული იმუნიტეტის შემთხვევაში  ეს იწვევს ბეწვის ცვენას. დასუსტებული იმუნიტეტის შემთხვევაში თავისთავადაც აღენიშნებათ ხოლმე ცხოველებს ბეწვის ცვენა .
ბეწვის ცვენას შეიძლება ჰქონდეს ფიზიოლოგიური  ხასიათი, ეს ხდება წელიწადში ორჯერ  (ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე), მაგრამ ამ დროს ქავილსა და კანის აქერცვლას არ აქვს ადგილი.
ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ვეტექიმს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად