-ჩემი გოგონა 4 თვისაა. დაიბადა 3 600. შემდეგ ქონდა მატება: 1 თვის- 4 500, 2 თვის- 6 კგ, 3 თვის- 7100, ხოლო 4 თვის 7 500. პედიატრმა თქვა რომ ბოლო თვეშI მატება ცოტაა. მიუხედავად იმისა რომ მსუქანი ბავშვი და ამ თვეებში ჰქპნდა კარგი მატებ მართალია თუ არა რომ ყოველ თვე ბავშვმა უნდა იმატოს 800 გრამი თვეში, 6 თვემდე? ბავშვი ძუძუზეა, არ ტირის ჭამის მერე და მგონია რო ყოფნის. უბრალოდ რატომღაც თითქმი 2 კვირა ჰქონდა აშლილი კუჭი, განავლის ანალიზმა ვერაფერი აჩვენა. შეიძლება რომ კუჭის აშლას გამოეწვია კლება?
-არ არის აუცილებელია 6 თვემდე ბავშვმა მოიმატოს ყოველთვიურად 800 გრამი, 500–600 გრამის მატებაც შესაძლებელია ნორმად ჩაითვალოს, თუ ბავშვის წონა მისი ასაკის შესაფერისია.