ძალიან გთხოვთ მალე მიპასუხეთ,ტესტი საღამოთი უკეთეს... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

30-07-2013

-ძალიან გთხოვთ მალე მიპასუხეთ,ტესტი საღამოთი უკეთესია რო გავიკეთო თუ დილით,საღამოზე არ გამოჩნდება?და კიდევ რა მაინტერესებ მუცლის ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოოს?

პასუხი
-ორსულობის სადიაგნოსტიკო ტესტი უნდა ჩატარდეს ციკოის გადაცდენიდან 2-3 დღის შემდეგ, დილით. გამოსაკვლევად, ჩვეულებრივ, იღებენ შარდის დილის ულუფას, რადგან ღამის ძილის შემდეგ შარდში ორსულობის ჰორმონის კონცენტრაცია ყველაზე მაღალია. მეტი სანდოობისთვის რეკომენდებულია ერთდროულად ორი სხვადასხვანაირი ტესტის შეძენა. უარყოფითი ან საეჭვო დადებითი პასუხის შემთხვევაში ტესტი უნდა განმეორდეს 48 საათის შემდეგ. ჩვეულებრივ ტესტების მწარმოებლები შეფუთვაზე აწერენ თუ როგორ უნდა მივიღოთ ზუსტი პასუხი. ამოიღეთ ინდიკატორი ალუმინის პაკეტიდან; შეაგროვეთ შარდი (დილის) სუფთა ჭურჭელში; ჩაუშვით ინდიკატორი ვერტიკალურად წითელ ნიშნულამდე და გააჩერეთ 5-10 წამის განმავლობაში; მოათავსეთ ინდიკატორი ჰორიზონტალურ ზედაპირზე და დაელოდეთ შედეგს 5-10 წუთი. 10 წუთის შემდეგ შედეგის წაკითხვა არასწორია. ტესტირების შედეგების შეფასება შემდეგნაირად ხდება:
თუ წარმოიქმნება 2 ხაზი – თქვენ ორსულად ხართ.
თუ წარმოიქმნება 1 ხაზი - ორსულობა გამოირიცხება.
თუ ტესტირების შედეგად არ წარმოიქნა არცერთი ხაზი, მაშინ ტესტირება არ იყო ჩატარებული სწორად, ან გამოყენებული იყო დაზიანებული ტესტი და აუცილებელია ტესტირების ხელახალი ჩატარება.
შენიშვნა: თუ ტესტზე დაფიქსირდა ძალიან მკრთალი მეორე ხაზი, ეს არ გამორიცხავს ორსულობას.
რაც უფრო პატარაა ორსულობის ვადა, შესაბამისად მცირეა შარდში ქორიონული გონადოტროპინის რაოდენობა და შესაბამისად მკრთალია ტესტზე მეორე ხაზი.
თუ ორსულობა დადასტურდა და მუცლის ტკივილს უჩივით, მაშინ დროულად მიმართეთ გინეკოლგს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად