თანზეც და სახეზეც მაქვს ძალიან შავი თმა იქნებ მირჩ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

30-07-2013

-თანზეც და სახეზეც მაქვს ძალიან შავი თმა იქნებ მირჩიოთ სახლის პირობებში როგორ მოვიშორო

პასუხი
-გოგონებმა ჭარბთმიანობის დროს უნდა შეიმოწმონ საკვერცხეების და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია და გაიკეთონ ანალიზი ტესტოსტერონზე და გამოკვლევუის შედეგებიდან გამომდინარე უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. მაგრამ შეიძლება ყოველივე ეს  ნორმაში იყოს და თმიანობა მაინც აღინიშნებოდეს. მაგალითად, შავგვრემნებსა და სამხრეთელებს, ქერებთან და ჩრდილოელებთან შედარებით უფრო გამოხატუი აქვთ თმიანობა. გარდა ამისა მნიშვნეოვანია მემკვიდრული ფაქტორი. ასეთ შემთხვევაში გამოსავალი ეპილაციაა.  
დასაწყისში გირჩევთ მიმართოთ ენდოკრინოლოგს და გამორიცხოთ ჭარბთმიანობის გამომწვევი ენდოკრინული მიზეზები. ჭარბი თმის მოსაცილებლად ხალხური მედიცინა გთავაზობთ შემდეგ რეცეპტებს:
1. წვავენ კაკლის ნაჭუჭს, მის ფერფლს წყალში ურევენ და ისვამენ თმიან ადგილას. თუ ყოველდღე გაიკეთებენ ამ საშუალებას, დაიწყება თმის ცვენა.
სასურველია კაკლის უღლების სპირტიანი ნაყენის სმაც. ამისათვის იღებენ 1 ჩაის ჭიქა კაკლის უღელს (ლებნებს შორის ფირფიტა), ასხამენ 2 ჩაის ჭიქა არაყს და აჩერებენ თავდახურულ ჭურჭელში 2 კვირით. შემდეგ წურავენ და ღებულობენ დღეში 1 სუფრის კოვზს.
2. იღებენ 3 ს.კ. ლემას და ხარშავენ 1 ჩაის ჭიქა წყალში. წურავენ და ისვამენ გასაცვენი თმის ძირებში. ნახარში ინახება წლების განმავლობაში.
3. არასასურველი თმის მოჭრა ან პინცეტით მოცილება არ შეიძლება, რადგან უფრო გახშირდება და გაიზრდება. უმჯობესია გაუფერულდეს პერეკისით, რომელსაც უმატებენ 1 წვეთ ნიშადურის სპირტს. შედარებით გრძელი ღერები კი პინცეტით უნდა დაიძრას ფოსოდან (მაგრამ არ ამოვარდეს), დღეში რამდენჯერმე ამ ადგილას იზელენ რივანოლის ხსნარს. ბეწვები თანდათან გაქრება.


გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად