საძინებელში თერმომეტრის გატეხვის შემთხვევაში როგორ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

19-07-2013

-საძინებელში თერმომეტრის გატეხვის შემთხვევაში როგორ მოვიქცე?ვარ ორსულად და მყავს 2წლის ბავშვი.

პასუხი
-საშიშია აორთქლებული ვერცხლისწყალი, ამიტომ აუცილებელია სასწრაფოდ გააღოთ ფანჯარა, დატოვოთ ოთახი და გამოიხუროთ კარები, რათა შეწყვიტოთ კონტაქტი ვერცხლისწყლის ორთქლთან. ჯობს ამ დროს ცხვირი და პირი დაფარული გქონდეთ. გარეთ უნდა გაიტანოთ ყველა ის ნივთი, რაც შესაძლოა დაბინძურებულიყო ვერცხლისწყლით. ვერცხლისწყალი ადვილად აქროლადი ნივთიერებაა, ის ორთქლდება. ინტენსიური აორთქლება ხდება მაშინ, როცა ტემპერატურა 18 გრადუსზე მეტია. რაც უფრო მეტად თბილა ოთახში, მით უფრო სწრაფად მიმდინარეობს აორთქლების პროცესი. ამიტომ გააღეთ ყველა ფანჯარა სხვა ოთახებშიც, ეცადეთ ბინაში ტემპერატურა დააქვეითოთ 15 გრადუსამდე და ბინა გაანიავოთ 30-40 წუთის განმავლობაში, ხოლო ოთახში, სადაც თერმომეტრი გატყდა არ შეხვიდეთ 10, ჯობს 24 საათის განმავლობაში. ამ პერიოდში იქ ფანჯარა უნდა იყოს ღია.
გთავაზობთ რამდენიმე საგულისხმო რჩევას როგორ მოვაგროვოთ დაღვრილი ვერცხლისწყალი:
• როგორც უკვე გითხარით პირველ რიგში, შენობიდან უნდა გავიყვანოთ ბავშვები, ფართოდ გავაღოთ ფანჯრები - ასე ორთქლის კონცენტრაციას შევამცირებთ.
• ოთახის ზღურბლთან დააგეთ კალიუმის პერმანგანატის ხსნარში დასველებული იატაკის ტილო, რათა ფეხსაცმლის ლანჩებით ვერცხლისწყალი მთელ ბინაში არ მიმოფანტოთ. მართალია, ამას იატაკი შეეწირება - პერმანგანატის ხსნარის მუქი კვალი გარანტირებულია, - მაგრამ ეს ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.
• სანამ ვერცხლისწყლის წვეთების მოგროვებას დაიწყებდეთ, მოამზადეთ შუშის ქილა ჰერმეტული სახურავით. აავსეთ წყლით ან კალიუმის პერმანგანატის 0,2%-იანი ხსნარით. შეიძლება გამოიყენოთ იოდიც. იოდი ვერცხლისწყალთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნის არააქროლად ვერცხლისწყლის იოდიდს. ამ ხსნარში უნდა შეგროვდეს ვერცხლისწყალი და თერმომეტრის ნამსხვრევები.
• სასუნთქი ორგანოები უნდა დავიცვათ სველი ნიღბით, ხოლო ხელები - რეზინის ხელთათმანებით.
• ვერცხლისწყლის მოსაგროვებლად არ უნდა გამოვიყენოთ ცოცხი, იატაკის ჯაგრისი და მით უფრო - მტვერსასრუტი, რადგან ასე მნიშვნელოვნად გაიზრდება ჰაერში ვერცხლისწყლის კონცენტრაცია.
• ვერცხლისწყლის ბურთები უნდა შევაგროვოთ ემპლასტროთი ან სკოტჩით. ნაკლებად მოხერხებულია ქაღალდი და პერმანგანატში დასველებული ბამბის ტამპონი. პატარა ნაწილაკები შეიძლება შევაგროვოთ სამედიცინო შპრიცით ან ოყნით.
• ვერცხლისწყალი შეიძლება შეგროვდეს სპილენძის ფირფიტით ან მავთულითაც. სპილენძი იმ მცირერიცხოვან ლითონთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც ვერცხლს კი არ განიზიდავენ, არამედ მიიზიდავენ. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ სპილენძი არ იყოს დაჟანგული. ამისთვის ლითონი ოდნავ უნდა გავფხიკოთ ზედა შრის მოსაცილებლად.
• მას შემდეგ, რაც ვერცხლისწყალს მთლიანად შეაგროვებთ, ადგილი, სადაც იგი დაიღვარა, უნდა დაამუშაოთ კალიუმის პერმანგანატის ხსნარით. მის მოსამზადებლად 2 გრამი პერმანგანატი უნდა გახსნათ 1 ლიტრ წყალში. პერმანგანატით იატაკის დამუშავების პროცედურა რამდენჯერმე უნდა გამეორდეს, ხოლო შუალედებში აუცილებელია იატაკის გაწმენდა საპნიანი და სოდიანი წყლით (1 ლიტრ წყალზე - 50 გრამი საპონი და სოდა).
• შეიძლება გამოიყენოთ გოგირდის ფხვნილიც. ვერცხლისწყალი რეაქციაში შედის გოგირდთან და არააქროლად და უსაფრთხო ვერცხლისწყლის სულფიდად გარდაიქმნება. ამასთან, კალიუმის პერმანგანატისგან განსხვავებით, გოგირდი არ ტოვებს ზედაპირებზე "წარუშლელ კვალს".
• შეკრებილი ვერცხლისწყალი, ტილოები, ხელთათმანები, დასვრილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი უნდა ჩაბარდეს იმ დაწესებულებას, სადაც ვერცხლისწყალს დაამუშავებენ. ლ ოთახი, სადაც ვერცხლისწყალი დაიღვარა, რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა ნიავდებოდეს.
რა არ შეიძლება:
• გატეხილი თუ გაფუჭებული თერმომერტის გადაგდება სანაგვეში და მეტადრე - ფანჯრიდან;
• მტვერსასრუტის გამოყენება - ცხელ ჰაერთან შეხებისას ვერცხლისწყალი გაცილებით ინტენსიურად ორთქლდება და ამ დროს ჰაერში მისი კონცენტრაცია 100-ჯერ იზრდება. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ეს მტვერსასრუტი გადასაგდები გახდება;
• იატაკის მოწმენდა სველი ტილოთი ან მოგვა - ასე იზრდება აორთქლების ზედაპირი, რადგან უმნიშვნელო ზემოქმედებითაც კი ვერცხლისწყალი წვრილ ბურთულებად იყოფა, რომელთა შეკრება გაცილებით ძნელია;
• ვერცხლისწყლის კანალიზაციაში ჩაშვება - ვერცხლისწყალი მილებში ილექება, რადგან წყალზე 13-ჯერ მძიმეა და მომწამვლელ ზემოქმედებას განაგრძობს.
კომენტარები
14 ოქტომბერი 2019 21:04
ვინაიდან ვერცხლისწყლია ბურთულები შევარდა ავეჯის ქვეშ სადახ ხელი და ტილო ფიზიკურად ვერ შევა,გამოვიღე მტვერსასრუტით,ვიცი რომ არ შეიძლება მაგრამ პირი ახვეული მქონდა ფანჯარა ღია,მტვერსასრუტის მილები გავრეცხე ეზოში და არა კანალიზაციაში,ერთჯერადი ტომარა გაამოვკატი ორ ცელოფანში და გადავაგდე,თვითონ მტვერსასრუტი მიდევს აივანზე სადაციმედი მაქვს რომ აორთქლდება ვერცხლისწყალი,ახლა სადაც ვნახე წერია რომ მტვერსასრუტი გადასაგდებია,გარეთ რომ მედოს არ აორთქლდება ვერცხლისწყალი?
31 დეკემბერი 2016 21:30
ვერცხლისწყლით მოწამვლა რამდენ დღეში გამოვლინდება ანუ რამდენ დღეში მივხვდებით რომ მოვიწამლეთ?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად