მაინტერესებსს სოკოვან დაავადეებაზეე რომელი უფრო ე... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

18-07-2013

-გამარჯობათ მაინტერესებსს სოკოვან დაავადეებაზეე რომელი უფრო ეფექტურიი მაზი არის ტრიდემი თუ დეკლოსიდი ?

პასუხი
-ამ შეკითხვაზე ცალცახა პასუხის გაცემა შეუძლებელია. ორივე პრეპარატს ახასიათებს  ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. თითქმის ერთნაირი შემადგენლობა აქვთ.
ტრიდერმი:
ბეტამეთაზონის დიპროპიონატი-640 მკგ; მათ შორის ბეტამეთაზონი-500 მკგ; კლოტრიმაზოლი-10 მგ; გენტამიცინი (სულფატის სახით)- 1 მგ;
დეკლოსიდი- ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი უწყლო 0,25 მგ, კლოტრიმაზოლი 10 მგ, გენტამიცინის სულფატი 1 მგ, კლიოქინოლი 20 მგ.
ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი - სინთეზური გლუკოკორტიკოიდი, ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციურ, ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას.
კლოტრიმაზოლი წარმოადგენს იმიდაზოლის წარმოებულს. ახდენს ანტიფუნგალურ მოქმედებას სოკოს უჯრედული მემბრანის შემადგენლობაში შემავალი ერგოსტერინის სინთეზის დარღვევით, რაც იწვევს მემბრანის თვისებების ცვლილებას და უჯრედის ლიზისს. აქტიურია Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, Microsporum canis, Candida albicans, Malassezia furfur (Pityrosporum orbiculare) მიმართ. კლოტრიმაზოლი ასევე აქტიურია Corynebacterium minutissimum, Strep. spp., Staph. spp., Trichomonas vaginalis მიმართ.
გენტამიცინის სულფატი - ამინოგლიკოზიდების ჯგუფის წყალში ხსნადი ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით, ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებას. აქტიურად აღწევს რა ბაქტერიების უჯრედულ მემბრანაში, შეუქცევადად უკავშირდება რიბოსომებს და ამით თრგუნავს გამომწვევის ცილის სინთეზს. აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Pseudomonas aeruginosa, E. coli, Aerobacter aerogenes, Klebsiella spp., Proteus vulgaris; გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Streptococcus spp., Staphylococcus spp.
კლიოქინოლი ახდენს ანტიბაქტერიულ, ანტისეპტიკურ და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას. ადგილობრივი მოქმედება განპირობებულია ელემენტარული იოდის უნარით მოახდინოს ქსოვილოვანი ცილების დალექვა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად