, ვარ 18 წლის ბიჭი და მაქვს სახის კანის პრობლემა. ... | კოსმეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კოსმეტოლოგია

კატეგორია - კოსმეტოლოგია

17-07-2013

-გამარჯობა, ვარ 18 წლის ბიჭი და მაქვს სახის კანის პრობლემა. ე.წ "პრიშიკები". ბორო პლუსი ასე თუ ისე შველის მაგრამ მაინც ვერაფრით ვერ ვიშორებ. დერმატოლოგთან ჯერ-ჯერობით ვერ წავალ და რამეს ხომ ვერ მირჩევთ?

პასუხი
-სავარაუდოდ აკნე უნდა იყოს თქვენი ჩივილის მიზეზი. აკნე ანუ ფერიმჭამელა თმის ფოლიკულის და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა, რომელიც ხშირია სქესობრივი მომწიფების (გარდატეხის) ასაკში, რადგან ამ დროს სასქესო ჰორმონების ზემოქმედებით გაძლიერებულია ცხიმის გამოყოფა და ეპითელიუმის გარქოვანება, ცხიმიანი კანის ზედაპირზე შედარებით დიდი ფორებია, მათში ჯდება ჭარბად გამოყოფილი ცხიმი, რომელიც შერეულია ოფლთან და ჭუჭყთან, შედეგად კანზე ჩნდება შავი წერტილები, კომედონები. ჰორმონალური ბალანსის მოწესრიგების შემდეგ ეს პრობლემა მოიხსნება, მაგრამ კანის მოვლა აუცილებელია. გარდატეხის ასაკის შემდეგაც არის შესაძლებელი კანზე ფერიმჭამელების არსებობა, მაგრამ ეს არის ვულგარული ფერიმჭამელა, ქრონიკული დაავადება და მას ხელს უწყობს ორგანიზმში ჩირქოვანი კერის არსებობა.
უნდა გითხრათ, რომ არსებობს ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი მრავალი მალამო, ნიღაბი, ლოსიონი, მაგრამ მათი შერჩევა დერმატოლოგმა უნდა მოახდინოს.
ცხიმიანი კანი მუდმივ მოვლას საჭიროებს.
-კანი გაიწმინდოთ დერმასეპტის ხსნარით დღეში ერთჯერ (2 კვირა), საღამოს საათებში კი - ზინერიტის სუსპენზიით დღეში ერთჯერ (10 დღე).
ამის შემდეგ გამოიყენეთ დუაკის გელი დღეში ერთჯერ (2 კვირა) დაბანილ და დაზიანებულ კერებში.
-ასევე, გირჩევთ სახის დაბანვას კლერასილის გელ-ქაფით ან ბეტადინის თხიერი საპნით დღეში 2-ჯერ. პირი გაიმშრალეთ პირსახოცით ნაზად.
მოერიდეთ ცხიმიან და ძალიან ტკბილ საკვებს. უნდა შეზღუდოთ ნახშირწყლები. სამაგიეროდ გაამდიდროთ კვების რაციონი რძის პროდუქტებით, ხილით, ბოსტნეულით, ზოგჯერ მარილის შემცირებაც არ არის ურიგო.  
დაიცავით კვებისა და ძილის რეჟიმი.
-გამონაყარს არ ახლოთ ხელი - მათზე ზეწოლა გამორწყვის მიზნით დაუშვებელია, უფრო მეტად დააზიანებთ კანს, გააძლიერებთ ანთებას და ხელს შეუწყობთ ინფექციის გავრცელებას. და ბოლოს, კიდევ ერთხელ გირჩევთ მიმართოთ დერმატოლოგს სრულყოფილი და ეფექტური მკურნალობისთვის.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად