ჩემი ვაჟი არის 13 თვის.იკვებება შემდეგნაირად დილით... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

15-07-2013

-ჩემი ვაჟი არის 13 თვის.იკვებება შემდეგნაირად დილით 9საათზე ჰაინცის ფაფით.13საათზე ბულიონით ან ხბოს ხორცის სუპით.16საათზე ხან მარტო ხორცი შევთავაზე პურთან ერთად მშრალად,ხან კიდევ კატლეტი მშრალად მაგრამ არ ჭამს.დაძინების წინ იღებს 210მგ ჰიპპის რძეს საღამოს 20საათიდან 21.30წუთამდე.შუალედებში ჭამს ვაშლ-ატამს.ქლიავს და სვამს 100მლ პიპპის წვენს.არ ვიცი რა მოუმზადო საღამოს 16საათზე?გთხოვთ დამეხმარეთ.რა შეიძლება ჭამოს ამ ასაკის ბავშმა.

პასუხი
-ამ ასაკის ბავშვის კვება უნდა იყოს უფროსების კვებასთან მიახლოებული. 1 წლის ასაკის ზემოთ პატარა გადადის საერთო მაგიდაზე ანუ მას ეძლევა საოჯახო საკვები, გარდა იმ გამონაკლისებისა, რაც მოზდრილებისათვისაც არ არის სასარგებლო (ღორის, ცხვრის ხორცი, მარგარინი, მწარე, მჟავე საკვები, კონცეტრირებული შოკოლადი, გაზიანი სასმელები და ა.შ.).
ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს საიტზე სტატია“ბავშვის კვება 1 წლიდან“
http://mkurnali.ambebi.ge/pediatria/3175-bavshvis-kveba-1-tslidan.html 
მისთვის დასაშვებია უმი და მოხარშული ხილი, ბოსტნეული, ქათმისა და საქონლის ხორცი. ამ ასაკის ბავშვის რეკომენდებული მენიუ ასე გამოიყურება:
საუზმე: ფაფა (სიმინდი, წიწიბურა, ბრინჯი, ხორბალი, შვრია) ან ნახევარი მოხარშული კვერცხის გული, ხილის პიურე.
სადილი: ბოსტნეულის სუფი, ძროხის ან ქათმის ხორცის ბულიონები.
კვირაში ერთხელ შეგიძლიათ მისცეთ მაკარონის ნაწარმიანი სუფები. ბოსტნეულის სალათი ან ბოსტნეულის პიურე, გახეხილი ბოსტნეული. ტრადიციული კომბოსტოს, კარტოფილისა და სტაფილოს გარდა ამ ასაკში უკვე შეგიძლიათ აჭამოთ ჭარხალი, მწვანე ბარდა, ლობიო. კვირაში ერთხელ დასაშვებია მდინარის არაცხიმიანი თევზი. ხილის კომპოტი, ან ხილის წვენი. 
ვახშამი: შეგიძლიათ შეთავაზოთ ბოსტნეული ან ხორცი. ხილის პიურე, ხაჭო ან წვენი. 
ძილის წინ შეგიძლიათ მისცეთ ადაპტირებული რძის საკვები ამ რძემჟავა სასმელი, მაწონი ან კეფირი.  
წლიდან წლინახევრამდე უნდა იყოს 4-5-ჯერადი კვება, 4 საათიანი შუალედებით. დაიცავით კვების მკაცრი რეჟიმი, რათა პატარას გამოუმუშავდეს პირობითი რეფლექსი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად