მყავს 2წლის და 2 თვის გოგონა.ამბობს მხოლოდ რამოდენ... | პედიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - პედიატრია

კატეგორია - პედიატრია

12-07-2013

-მყავს 2წლის და 2 თვის გოგონა.ამბობს მხოლოდ რამოდენიმე სიტყვას(დედა,ბებო,მომე).თამაშის დროს ლაპარაკობს რაღაცეებს თავის ენაზე,გაუგებარ სიტყვებს.მთელი ემოციებით ლაპარაკობს ამ რაღაც სიტყვებს და ეს ნორმალურია?რასაც ეტყვი ესმის და თავის მოძრაობით მახვედრებს უნდა თუ არ უნდა.ვნერვიულობ თავის გამოგონილი სიტყვებით რომ ლაპარაკობს.ვის უნდა მივმართო ?ბავშვთა ნევროლოგს თუ ეს საყურადღებო არ არის ამ ასაკისთვის?

პასუხი
გპასუხობთ მეტყველების კორექციის კაბინეტი „ლოგომედის“ ექიმი ეკა ჭავჭავაძე:

-ბავშვის მდგომარეობა შესაძლოა  ამ ეტაპზე მივიჩნიოთ ნორმალურად, თუმცა, აუტისტური სპექტრის მოშლილობათა გამოსარიცხად  უნდა მიმართოთ ექიმს, თუ:
– პატარა არ რეაგირებს საკუთარ სახელზე;
– ვერ გიხსნით, რა სურს;
– არ ასრულებს უფროსების მითითებებს;
– პერიოდულად ამჩნევთ სმენის დარღვევებს;
– ვერ იგებს, როგორ ითამაშოს სათამაშოთი;
– ცუდად ამყარებს ვიზუალურ კონტაქტს;
– არ მოგანიშნებთ თითით საგნებზე;
– არ გიქნევთ ხელს;
– არ აქვს მიტაცებითი მოძრაობები;
– არ ავლენს მისი ასაკის შესაბამის სოციალურ ჩვევებს;
ფსიქონევროლოგის კონსულტაცია იქნება აუცილებელი, თუ 3 წლამდე პატარა არ დაიწყებს ცალკეული, მარტივი, ორსიტყვიანი წინადადებების თქმას.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად