მაინტერესებს რა ასაკიდან ცდილობენ ჩვილები დამოუკიდ... | ბავშვის ფიზ. განვითარება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის ფიზ. განვითარება

-მაინტერესებს რა ასაკიდან ცდილობენ ჩვილები დამოუკიდებლად დადგომას. ჩემი ბიჭი 7 თვისაა და ხელში რომ მიჭირავს ფეხებს გამართულად და კარგად დგამს, ტანსაც მყარად იჭერს, მაგრამ როცა მანეჟში ვსვამ ძირითადად წვება ან ჯდება და წამოდგომას არ ცდილობს. 3 კვირის წინ გასინჯა პედიატრმა და არაფერი არ უთქვამს ყველაფერი ნორმაში აქვსო, ახლობელი კი მეუბნება ამ ასაკის ჭოჭინით უნდა დარბოდესო, იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე, ჭოჭინაში ჩავსვა რომ უფრო გააქტიურდეს თუ ჯერ თვითონ უნდა დაიწყოს წამოდგომა, ბევრგან წამიკითხავს რომ ნაადრევად სიარულის დაძალება ჩვილებში ხერხემლის პრობლემებს იწვევს და აღარ ვიცი როგორ მოვიქცე

პასუხი
-ბავშვის ფეხზე დაყენება არ არის რეკომენდებული, მით უფრო 7 თვის ასაკში. როცა საამისო სურვილი გაჩნდება, მიეცით ბავშვს ცოცვის საშუალება, ეს გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ფეხზე დაყენება და ჭოჭინა. რადგანაც პედიატრი ვერაფრეს ხედავს საგანგაშოს, ესე იგი მდგომარეობა ნორმალურია.
დამატებითი რჩევებს გაეცანით ჩვენს ვებ გვერდზე სტატიიდან "პატარა ზარმაცობს"
http://mkurnali.ambebi.ge/pediatria/fizikuri-ganvithareba/3556-patara-zarmacobs.html
სასარგებლო რჩევებს გაეცნობით ასევე სტატიიდან "უკვე გავიზარდეთ... აბა, თუ გაცოცდები!"
http://mkurnali.ambebi.ge/pediatria/fizikuri-ganvithareba/1106-2009-03-14-14-00-27.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად