ვარ 25 წლის ორსულობაზე ბევრი მქონდა მომატებული და... | მასაჟი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - მასაჟი

კატეგორია - მასაჟი

05-07-2013

- ვარ 25 წლის ორსულობაზე ბევრი მქონდა მომატებული და რომ გავხდი რბილი კანი დამრცჰა და გამიჩნდა ცელულიტიცვერ ვარჯიშობ სამწუხაროდ ეგრე წელი მტკივდება გახდომა არ მინდა მინდა უბროლოდ რომ ცელულიტი გამიქრესდა კანი გამიმკვრივდეს,რას მირცჰევტ რა მასაჟები გავიკეტო მგონი უკიკვე მეორე სტადიაა მაქ და რამდენჯერ დამჭირდება წელიწადში?

პასუხი
-ცელულიტი არის კანის მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ ქალებისთვისაა დამახასიათებელი. ის ვითარდება 20-25 წლის ასაკში. მუცლის, თეძოების, დუნდულების, მხრების არეში ჩანს ჩავარდნები და სილუეტის ფორმები იცვლება. ასაკის მატებასთან ერთად ეს ცვლილება უფრო შესამჩნევი ხდება. ცელულიტის განვითარების მიზეზი შემდეგია: გენეტიკური მიდრეკილება, პერიფერიული სისხლმომარაგების დარღვევა, ჰორმონული დარღვევები, კვების რეჟიმის დარღვევა, არაჯანსაღი და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი.

ცელულიტის მკურნალობის უამრავი მეთოდი არსებობს, მაგრამ ეფექტის მისაღწევად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, დაუზოგავი შრომა და დრო. რამდენიმე დღეში შედეგის მიღწევა შეუძლებელია.

დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას - საქმე მხოლოდ კალორიების შემცირებაში არ არის, მთავარია ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება და ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნა. დიდი მნიშვნელობა აქვს დღის განმავლობაში მიღებული სითხის რაოდენობას - დღეში 2 ლიტრი სითხე მაინც უნდა მიიღოთ. განსაკუთრებულად სასარგებლოა მწვანე ჩაი, რომელიც დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლის პროცესზე. ასევე მნიშვნელოვანია კვების მენიუს ხილითა და ბოსტნეულით გამდიდრება,.

მეორე, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ არის სპორტი. ყველაზე სასარგებლო ვარჯიშებია - სირბილი, ცურვა, ასევე მსუბუქი დატვირთვა ტრენაჟორებზე. შემოგთავაზებთ ცელულიტის საწინააღმდეგო რამდენიმე ვარჯიშს:

-დაჯექით ხალიჩაზე, წელი გამართეთ, გაიკეთეთ დოინჯი, ფეხები გაჭიმეთ. გადაადგილდით საჯდომის მეშვეობით, თანმიმდევრობით, მთელი ტანით. ხან ერთ და ხან მეორე ფეხზე დაყრდნობით. გააკეთეთ 10 წინსვლა და 10 უკანსვლა, გაიმეორეთ 3 ჯერ;

-დაწექით მარცხენა გვერდზე, დაეყრდენით მარცხენა ხელის იდაყვს, მარჯვენა გაასწორეთ. აიქნიეთ მარჯვენა ფეხი 25-ჯერ. შემდეგ იცვალეთ მხარე და იგივე გაიმეორეთ მარჯვენა ფეხით

ეს ვარჯიშები გააკეთეთ ყოველდღე, 2-3 თვის განმავლობაში.

ახლა რაც შეეხება მასაჟს - ცელულიტის საწინააღმდეგო მასაჟს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასაჟისტი იყენებს კრემებს და სპეციალურ გელებს. მაგრამ 4 დღეში ეფექტის მიღწევა წარმოუდგენელია.
ჯანსაღი წონის შეფასება უმეტესად ხდება მხოლოდ ერთი მაჩვენებლის - სხეულის მასის ინდექსის (სმი) მეშვეობით, რომლის გამოსათვლელადაც გამოყენებულია პიროვნების სიმაღლესა და წონაზე დამყარებული მათემატიკური ფორმულა. სმი უდრის კილოგრამებში აღებული წონის განაყოფს მეტრებში აღებული სიმაღლის კვადრატზე (სმი=წონა(კგ)/სიმაღლე (მ2).

უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად წაიკითხეთ ჩვენს საიტზე ელისო ხარშილაძის სტატია - ცელულიტი.    


კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად