უკვე ძალიან ბევრჯერ მოგწერეთ მაგრამ თქვენ საიტზე ... | ონკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ონკოლოგია

კატეგორია - ონკოლოგია

04-07-2013

-გამარჯობათ უკვე ძალიან ბევრჯერ მოგწერეთ მაგრამ თქვენ საიტზე რაღაცეებს რო ვკითხულობ ყველაფრის მეშინია მერე,მკერდზე გითხარით უკვე რომ გავესინჯე ეხოზე და მიტხრეს რომ საერთოდ არაფერი მჭირს მაგრამ დიდი მკერდი მაქვს და ყოველთვის დისკომფორტს მიქმნის ხოლმე ამ ბოლოს სულ ვისინჯავ მკერდს მგონია რამე ხო არ მაქვს მკერდზე მაყრის ხოლმე მთლიანად გულმკერდზე მარტო მკერდზე არა და ეს გამონაყარიც დიკომფორტს მიქმნის და დგეს შევნიშნე რომ წითელი წერტილივით მაქვს თითქოს სისხლჩაქცევა ერტ მკერდზე და ძალიან მეშინია ეს აუცილებლად საშიშია თუ ისე შეილება გამიგიზიანდა იმიტო რომ მეუბნებიან არაფერი გჭირსოო

პასუხი
-თქვენს ჩივილს სარძევე ჯირკვლის პათოლოგიასთან არაფერი კავშირი არ აქვს. სავარაუდოდ, ეს არის ვულგარული ფერიმჭამელა. იგი არის ქრონიკული დაავადება, რომელიც, როგორც წესი, სებორეის ფონზე აღმოცენდება და ლოკალიზდება სახის, გულმკერდისა და ზურგის კანზე. დაავადებას ახასიათებს რეციდივები.
ვულგარული ფერიმჭამელის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორები, ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიური ფუნქციონირება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა, ორგანიზმში ჩირქოვანი კერის არსებობა (ჩირქოვანი ანგინა), მენსტრუალური ციკლის დარღვევები და სხვა.
უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რადგან მკურნალობა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, მიმართავენ ზოგად თერაპიას, გარეგან და იმუნომასტიმულირებელ პრეპარატებს, ფიზიოთერაპიულ და ლაზეროთერაპიული პროცედურებს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანის სწორად მოვლას.
აუცილებლად დაიცავით დიეტა - შეზღუდეთ ნახშირწყლების მოხმარება. ვულგარული ფერიმჭამელას შემთხვევაში კარგად მოქმედებს მზის სხივები, ამიტომ ზაფხულში ზომიერად მზეზე მიფიცხება კარგია. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა დაითესოს ჩირქი ფლორაზე და მგრძნობელობაზე, უნდა გამოიკვლიოთ კუჭ-ნაწლავისა და ყელის მდგომარეობა. ხშირად ჩირქოვანი გამონაყრის მიზეზი ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი კერაა და თუ არ მოხდა ამ კერის ლიკვიდაცია, ადგილობრივი მკურნალობით გამქრალი ფერიმჭამელები კვლავ გაგიჩნდებათ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
გახდომისათვის არაა საჭირო შიმშილი. საკმარისია შევარჩიოთ სწორი პროდუქტი. დიეტის გარეშე, სრულფასოვანი კვების
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად