მოგესალმებით მაქვს ასეთი შეკითხვა ჩემი პატარა არის... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

03-07-2013

-მოგესალმებით მაქვს ასეთი შეკითხვა ჩემი პატარა არის 2 თვის მთლიანად ხელოვნურ კვებაზეა, ამ ასაკში დამატებით გარდა ნუტრილაკისა რა შეიძლება რომ მივცე? ვაძლევ კამის წყალს ჰუმანასი, გარდა ამისა წყალიც მივცე ხოლმე და რა დოზებით? ნუტრილაკი სპეციალური კუჭნაწლავისთვის ვყიდულობ ვაძლევ 20 ლარს 3 დღე ყოფნის ძალიან ძნელია ამხელა თანხა იხადო და უბრალოდ მითხარით თქვენ რა შეიძლება რომ მივცე კიდევ? დღის რაციონში მაგალითად ნუტრილაკი დილით შემდეგ სხვა რამე ისევ ნუტრილაკი და ასე შემდეგ? დედამ მითხრა შენ მოხალულ სიმინდის ფქვილს გაძლევდი ხოლმეეო და + რძე როცა არ მყოფნიდა. პატარას არანაირი პრობლმა არ აქვს საერთოდ... პედიატრთან ვერ გვიხერხდება წასვლა დაა თუ შეგიძლიათ რჩევა თქვენ მომცეთ?

პასუხი
-ამ ასაკში პატარას კვებაში ნებისმიერი ცვლილების შეტანა მხოლოდ პედიატრის კომპეტენციაა, რომელიც მისი მდგომარეობის, ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით ადგენს პატარას კვების რაციონსა და დანამატის სახეს. როგორმე ეცადეთ პატარა 3 თვემდე კვებოთ ჩვეული წესით, შემდგომ შეგიძლიათ დამატების სახით მისცეთ მაწონი, მოხლილი სიმინდის ფქვილის ფაფა და სხვა.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად