რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მყავს წლის და 4თვის შვილი, შეიძლება ცოტა ნაყინი მიირთვას? ან ხილიდან რომელი შეიძლება? მადლობთ
პასუხი
-ნაყინის გემო სამ წლამდე არ უნდა გასინჯოს. პირველი ნაყინი, რომელიც შეიძლება შევთავაზოთ სამი წლის ბავშვს, რძის უნდა იყოს (ძალიან ცხიმიანი ძნელი გადასამუშავებელია ბავშვისთვის). დასაწყისისთვის არ არის საჭირო დანამატები და შოკოლადი. თუ რაიმე უკუჩვენება არ იქნება ნაყინი - ეს ის ნუგბარია, რომელიც ბავშვის ყოველდღიურ რაციონში არ უნდა იყოს, კვირაში 2-3-ჯერ კი დასაშვებია. მაგრამ არა ყოველდღიურად. ინფორმაციისთვის! ბავშვებმა და ზოგჯერ უფროსებმაც არ უნდა მიირთვან ნაყინი, თუ მათ აწუხებთ: გამწვავებული კუჭ-ნაწლავის დაავადებანი (გასტრიტი, დუოდენიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ენტეროკოლიტი); სანაღვლე გზების დისკინეზია, ქოლეცისტიტი (სიცივემ შეიძლება გამოიწვიოს სპაზმი და ნაღველის წვენის შეგუბება); რძის მიმართ ალერგია; ყელის მწვავე დაავადებები (ანგინა, ქრონიკული ტონზილიტის გამწვავება, ფარინგიტი); ზედმეტი წონა; შაქრიანი დიაბეტი. რაც შეეხება ხილს, თუ ბავშვი ალერგიული არ არის ამ ასაკში ნებისმიერი კარგად შემოსული ხილის მიცემა შეგიძლიათ.