ვარ თითქმის18 კვირის ორსული, წუხელ ძილში საშინლად... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

28-06-2013

-გამარჯობა ვარ თითქმის18 კვირის ორსული, წუხელ ძილში საშინლად დამეჭიმა წვივის კუნთი, ძალიან მეტკინა, ჩემით ვერ გავასწორე ფეხი მეუღლე გავაღვიძე, საერთოდ ხანდახან მაქვსხოლმე ფეხის თითის ჩაკეცვა როცა სახლში ვარ და ვისვენებ, მაინტერესებს სისხლში რამე ცვლილებებთან ხომარაა დაკავშირებული ეს და რა უნდა გამოვიკვლიო თუ ისევ გამეორდება? და კიდევ ერთი კითხვა, 17,5 კვირის ვადაზე ვარ ამ ეტაპზე და ვერ გავარკვიე ჯერ მოძრაობს თუ არა ბავშვი :) ნუ ვერ ვხვდები,ხანდახან მგონია რო ვგრძნობ,მაგრამ დარწმუნებული არ ვარ. მკვეთრი როდიდან გახდებ ეს მოძრაობები?:)მუცელი დამეტყო უკვე :) იმ კვირის ბოლოს მიწევს ექიმთან მისვლა. დავამატებ რომ პირველი ორსულობაა. დიდი მადლობა წინასწარ

პასუხი
-თქვენი ჩივილის მიზეზი შეიძლება იყოს პროთრომბინის დონის მატება, ამიტომ აუცილებელია კოაგულოგრამის ანალიზი, ასევე კალციუმის დონის განსაზღვრა სისხლში.
რაც შეეხება ნაყოფის მოძრაობას, პირველმშობიარე ქალი ნაყოფის მოძრაობას შეიგრძნობს მე-18-20 კვირის შუალედში, ხოლო მომდვნო ორსულობის შემთხვევაში მოძრაობის შეგრძნება ხდება მე-16-18 კვირის შუალედში. მაგრამ ეს ვადა ყველასთვის ინდივიდუალურია. თუ მომავალი დედა ნაზი აღნაგობისაა, მაშინ მან ბავშვის მოძრაობა უფრო ადრეც შეიძლება შეიგრძნოს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად