ჩემი ბიჭუნა 7 თვის ხდება, ხშირად არის კუჭშI შეკრულ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

26-06-2013

-ჩემი ბიჭუნა 7 თვის ხდება, ხშირად არის კუჭშI შეკრული. 2-3 კვირიდან მიდრეკილი იყო შეკრულობისკენ და ექიმმა კუჭის მოქმედებისთვის დაუნიშნა დუფალაკი. რაღაც პერიოდი მოიწესრიგდა . 4 თვემდე სრულად ძუძუთი იკვებებოდა. შემდეგ დედის რძეს დაემატა ჰიპის რძე და მაწონი. მაინც ხშირად არის შეკრული. რა შეიძლება ამის მიზეზი იყოს და როგორ შეიძლება მოვაგვაროთ

პასუხი

-ჩვილ ბავშვთა ასაკში ფუნქციური შეკრულობის  მიზეზებია:
>   დედის არასწორი კვების რეჟიმი, თუ ჩვილი იმყოფება ბუნებრივ კვებაზე;
>    არასაკმარისი სითხის მიღება ბუნებრივ კვებაზე მყოფთათვის დამატებით კვებაზე გადასვლის შემდეგ (პატარას მისცეს სქელი ფაფა, მაგრამ არ მისცეს საჭირო რაოდენობის წყალი);
>    არასაკმარისი სითხე ხელოვნურ კვებაზე მყოფთათვის;
>    ხელოვნურ კვებაზე ნაადრევი გადაყვანა;
>    სწრაფი (7 დღეზე ნაკლებ შუალედში) გადაყვანა ერთი ხელოვნური ნარევიდან მეორეზე;
>    არარაციონალური კვება (დიდი ხნის განმავლობაში იღებს დიდი რაოდენობით ცილას, ცხიმს და უჭირს მათი მონელება);
>   რაქიტი, რომლის დროსაც დაქვეითებულია ზოგადად კუნთების და მათ შორის ნაწლავის კუნთების ტონუსი. D ვიტამინის დანიშვნისას 2-3 კვირის შემდეგ შეკრულობა ქრება;
>    ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების ნარჩენი მოვლენები (არასწორად მიმდინარე ორსულობისა და მშობიარობის შედეგად);
>    ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა (ჰიპოთირეოზი). მისი ერთ-ერთი კლინიკური გამოვლინებაა შეკრულობა.
>    რკინადეფიციტური ანემია. რკინის დეფიციტის გამო ნაწლავის მუსკულატურა ჟანგბადით საკმარისად ვერ მარაგდება, რაც კუნთოვან სისუსტეს იწვევს;
>    დისბაქტერიოზი _ ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დარღვევა, რაც ლპობის პროცესთა გაძლიერებას, ნაწლავის მოძრაობითი აქტიურობის დაქვეითებას განაპირობებს;
>    კვებითი ალერგია (ძროხის რძის ცილის, კვერცხის, თევზის და ა.შ.), რომელიც განაპირობებს ნაწლავის კედლის ალერგიული ხასიათის ანთებას.
ჩვენი რჩევა იქნება კვლავ მიმართოთ პედიატრს.
იმისათვის რომ გაიგოთ თუ როგორ უნდა იკვებოს წლამდე ბავშვმა შეკრულობის შემთხვევაში გადადით ბმულზე>>>http://mkurnali.ambebi.ge/pediatria/968-2009-03-07-14-27-55.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად