. ისეთი სამუშაო მაქვს დილით 10 -დან 6 სთ-მდე კომპი... | ანგიოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ანგიოლოგია

კატეგორია - ანგიოლოგია

25-06-2013

-გამარჯობათ. ისეთი სამუშაო მაქვს დილით 10 -დან 6 სთ-მდე კომპიუტერთან ვზივარ. შუადღისკენ ტერფები მიშუპდება და მთელი დღე ასე ვარ. ხო ვერ მეტყვით რისი ბრალი იქნება? რატო ვარ ასე.ვარ 22 წლის გოგო...

პასუხი
-ხშირად ქვედა კიდურების შეშუპებას ხანგრძლივი დგომა და უმოძრაობა იწვევს. იგი ასევე თავს იჩენს მძიმე ფიზიკური შრომის, სუფრის მარილის ჭარბად გამოყენების, ბრტყელტერფიანობის დროს.
ხელშემწყობი ფაქტორებია მაღალქუსლიანი და არაკომფორტული ფეხსაცმელი, მჯდომარე პროფესიები, ხანგრძლივი მგზავრობა. ამ დროს შეშუპება ფაქტორის მოხსნისთანავე ქრება.
• ეცადეთ, ერთსა და იმავე პოზაში დიდხანს არ დარჩეთ. საათში-საათნახევარში ერთხელ წამოდექით, გაიარ-გამოიარეთ, თითის წვერებზე აიწიეთ. წვივის კუნთები შეიკუმშება და ქვედა კიდურებიდან ვენური სისხლი ზევით წავა.
• ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი.
• ნაკლებად გამოიყენეთ სუფრის მარილი.
• თუ შეშუპება გახანგრძლივდა და რეჟიმის შეცვლა არ გშველით, მიმართეთ ექიმს - ანგიოლოგს.
გთავაზობთ რამდენიმე ვარჯიშს. ეს ვარჯიშები ხსნის ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას, გვეხმარება სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებასა და ვენური შეგუბების მოხსნაში. ეს ვარჯიშები განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც დიდხანს ჯდომა და ფეხზე დგომა უწევს დღის განმავლობაში (მძღოლები, პროგრამისტები, მასწავლებლები, პარიკმახერები და ა.შ):
* დაჯექით სკამზე, ფეხები ერთმანეთს მიატყუპეთ და 15-20-ჯერ გააკეთეთ ფეხის წვერებზე აწევ-დაწევის ვარჯიში.
* დაეყრდენით ორივე ხელით სკამებს ან კომოდებს, 15-20-ჯერ მონაცვლეობით აიწიეთ ფეხის წვერზე და შემდეგ დაეყრდენით ტერფებს.
* ორივე ხელით, მხრების დონეზე მიეყრდენით კედელს და 20-ჯერ ერთმანეთის მონაცვლეობით დადექით ფეხის წვერებზე და შემდეგ ტერფებზე.
* ჩასუნთქვისას ხელები ასწიეთ ზევით და დადექით ფეხის წვერებზე, შემდეგ ამოისუნთქეთ და დადექით ტერფებზე (20-ჯერ).
* დაჯექით ან დაწექით და ამოძრავეთ ტერფები სხვადასხვა მხარეს - ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ, მარცხნივ (15-20-ჯერ).
* ორივე ფეხის წვერზე დადექით ერთდროულად.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად