ვარ 20 წლის 1.59, 59 კგ. მაინტერესებს დღეში რამდე... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

19-06-2013

-გამარჯობათ, ვარ 20 წლის 1.59, 59 კგ. მაინტერესებს დღეში რამდენი კალორია შეიძლება მივიღო და თუ მირჩევთ რამე ისეთ დიეტას შიმშილის გარეშე რო დავიკლო 1 თვეში 7 კგ?:-ს მადლობთ წინასწარ

პასუხი
პირველ რიგში გეტყვით, რომ ნუ მოგხიბლავთ ე.წ. სწრაფი დიეტები – გახდით ნელ-ნელა და გონივრულად! რაც შეეხება კალორიების დათვლას თავდაპირველად უნდა დადგინდეს თუ რამდენი კალორია მიდის ძირითად ცვალზე:
1. RMR = 655 + (9,5 x წონა კგ-ში) + (1,8 x სიმაღლე სმ-ში) – (4,7 x ასაკი) (გვიჩვენებს, რამდენი კალორია უნდა ჩვენს ორგანიზმს დღეში სიცოცხლისუნარიანობისთვის) ამ ციფრზე ნაკლები კალორიის მიღება არ არის სასურველი;
2. AMR -ეს არის კალორიის ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ წონა,
-მჯდომარე ცხოვრების წესი: AMR = RMR * 1,2;
-მცირე ფიზიკური აქტიურობა (კვირაში 1-3 დღე სპორტი): AMR = RMR * 1,375;
-საშუალო აქტიურობა ( კვირაში 4-5 დღე სპორტი): AMR =RMR * 1,55;
-მაღალი აქტიურობა (კვირაში 6-7 დღეს სპორტი): AMR =RMR * 1,725;
-ძალიან მაღალი აქტიურობა (ყოველდღიურად სპორტით ინტენსიური დაკავება, მძიმე ფიზიკური სამუშაო სამსახურში, დღეში 2-ჯერ ინტენსიური ფიზიკური ვარჯიში) : AMR = RMR * 1,9.
მაგრამ, თუ გსურთ დაკლება, მაშინ...
იმის მერე, რაც გამოვითვლით კალორიების იმ მინიმალურ რაოდენობას, რომელიც საჭიროა ორგანიზმისთვის არსებული წონის შესანარჩუნებლად, გამოაკლებთ მას 500 კალორიას და მივიღებთ რიცხვს, რომელიც გვიჩვენებს, თუ დღეში რამდენი კალორია უნდა მიიღოთ იმისათვის, რომ დაიკლოთ კვირაში 0,5 კგ ცხიმი (თვეში 2კგ) (და არა სითხე!) ანუ საჭიროა დღეში მივიღოთ: (AMR – 500)კალ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად