! მაინტერესებს რას ნიშნავს ჰიპერაქტიული ბავშვი და ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

17-06-2013

-გამარჯობათ! მაინტერესებს რას ნიშნავს ჰიპერაქტიული ბავშვი და საჭიროა თუ არა მკურნალობა ასეთ დროს?

პასუხი
- ეს არის გავრცელებული ნეირობიოლოგიური  ქცევითი და მოტორული მოუსვენრობა, ზედმეტ მოძრაობათა სიჭარბე. 
ჩვილობის პერიოდში ბავში  ერთ წუთს რომ ტირის და კივის, მეორე წუთს  მშვიდდება. აქვს  გამკივანი ტირილი.  ძილი მოუსვენარია. სიარულის და მეტყველების განვითარება შენელებულია. ხშირია მოუქნელობა. უკვე 3 წლის ასაკში ამ ტიპის ბავშვების ნაწილი რთული სამართავია. ხშირად ეცვლებათ გუნება-განწყობა, ღიზიანდებიან, უჭირთ ტუალეტის ჩვევების დაუფლება. პრობლემები მთელი სიმძაფრით თავს იჩენს სასკოლო ასაკში. 
ჰიპერაქტიული ბავშვები ცქმუტავენ და ვერ ისვენებენ. მუდმივად მოძრაობენ, არ შეუძლიათ წყნარად ჯდომა, გამუდმებით წრიალებენ.
არ შეუძლიათ ლოდინი. ვერ ემორჩილებისნ განრიგს. აღენიშნებათ ხელების და ფეხების მოუსვენარი მოძრაობა,  უჭირთ წყნარად თამაში, საკუთარი ჯერის დალოდება. ყოველთვის მზად არიან გასაქცევად. მოქმედება აქვთ დაუფიქრებელი. ახასიათებთ სხვის ლაპარაკში ჩარევა და იჭრებაიან სხვა ბავშვების თამაშის პროცესში.
გამოირჩევიან ჭარბმეტყველებით.  ზოგ შემთხვევაში ღინიშნება აგრესიულიობა და შემტევობა.
ჰიპერაქტიურობის სინდრომს სხვადასხვა  ხარისხი აქვს.
მკურნალობა გულისხმობს სამედიცინო, ფსიქოლოგიურ, ქცევითი სწავლების მეთოდების გამოყენებას. მშობლებისთვის ბავშვის ქცევის მართვის ტექნიკების სწავლება, ბავშვის სპეციფიურ მოთხოვნებზე აგებული შესაბამისი სასწავლო პროგრამების და მედიკამენტების მიღებას, რაც საგრძნობლად ამცირებს  სიმპტომებს. მკურნალობისათვის გამოიყენება ფსიქოსტიმულატორებიც.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად