რატომ ბჟირდება ბავშვი? რამდენ წამიანი პაუზა ითვლებ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

11-06-2013

-რატომ ბჟირდება ბავშვი? რამდენ წამიანი პაუზა ითვლება ჩაბჟირებად და რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ დროს? შეიძლება თუ არა ბავშვი დაიღუპოს ჩაბჟირებისას?მადლობა პასუხისთვის

პასუხი
-ჩაბჟირება ეს არის სუნთქვის შეჩერების შეტევა, რომელიც ჩვეულებრივ საშიში არ არის, ბავშვმა სუნთქვა შეიძლება შეიკავოს როდესაც რამეს იტკენს, გაბრაზდება, შეეშინდება, სუნთქვის შეჩერების შეტევები ყოველთვის მოყვება ტირილს.
უმეტესად ასეთი სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები არ გრძელდება 30-60 წამზე მეტხანს და გაივლის, როცა ბავშვი კვლავ დაიწყებს სუნთქვას და მასთან ერთად ყვირილს.
თუ ბავშვი ძლიერი ემოციური დატვირთვის დროს სუნთქვას აჩერებს (“ჩაბჟირება“) - უნდა იცოდეთ, რომ ეს თითქმის არასოდეს მოუტანს ზიანს. შეტევის დროს შეიძლება რამენაირი მოქმედებით - პირში ჰაერის ჩაბერვით, ლოყაზე შემორტყმით, - გამოიწვიოთ სუნთქვის რეფლექტორული აღდგენა.
უმჯობესია ჩაერიოთ მანამდე, ვიდრე სიბრაზე შეტევაში გადაიზრდება - პატარა ბავშვების ყურადღების გადატანა სხვა რამეზე უფრო ადვილია. მაგალითად, გაართეთ მისი საყვარელი სათამაშოთი. თუ შეტევა გახანგრძლივდა, თანაც ბავშვს კრთომები დაეწყო - დააწვინეთ მაგარ, სწორ ზედაპირზე, თავი გვერდზე გადაუწიეთ, მიაწოდეთ ჰაერი (გამოაღეთ სარკმელი, ოჯახის ყველა წევრი ნუ შემოეხვევით).
აუცილებელია, ბავშვი აჩვენოთ ნევროლოგს. ის მოგცემთ რეკომენდაციებს მისი სწორად აღზრდის შესახებ და მკურნალობაში ჩართავს დასამშვიდებელ, ნერვული სისტემის გასამაგრებელ (მასტიმულირებელ) საშუალებებს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად