1 და 3 თვის ბავშვის კვების რაციონი ასეთია: ყოველ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

10-06-2013

-გამარჯობათ, 1 და 3 თვის ბავშვის კვების რაციონი ასეთია: ყოველ დილით გერკულესი , ზოგჯერ ხაჭოთი, შემდეგ წიწიბურა, სადილად წვნიანი: კარტოფილი, მწვანილი სტაფილო, ბრინჯი. ზოგჯერ ქათმის ან საქონლის ხორცით. საღამოს ბრინჯის ტკბილი ფლავი ან ისევ გერკულესი. ღამით ჭამს 230 გრამ მაწონს. საგანგაშო მენიუ ხომ არაა? რა დავუმატო., ვაშლს იშვიათად ჭამს.

პასუხი
-1 წლის და 3 თვის ბავშვის კვება უნდა იყოს უფროსების კვებასთან მიახლოებული. 1 წლის ასაკის ზემოთ პატარა გადადის საერთო მაგიდაზე ანუ მას ეძლევა საოჯახო საკვები, გარდა იმ გამონაკლისებისა, რაც მოზდრილებისათვისაც არ არის სასარგებლო (ღორის, ცხვრის ხორცი, მარგარინი, მწარე, მჟავე საკვები, კონცეტრირებული შოკოლადი, გაზიანი სასმელები და ა.შ.). ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს საიტზე სტატია“ ბავშვის კვება 1 წლიდან“
http://mkurnali.ambebi.ge/pediatria/3175-bavshvis-kveba-1-tslidan.html
მისთვის დასაშვებია უმი და მოხარშული ხილი, ბოსტნეული, ქათმისა და საქონლის ხორცი. ამ ასაკის ბავშვის რეკომენდებული მენიუ ასე გამოიყურება:
საუზმე: ფაფა (სიმინდი, წიწიბურა, ბრინჯი, ხორბალი, შვრია) ან ნახევარი მოხარშული კვერცხის გული, ხილის პიურე.
სადილი: ბოსტნეულის სუფი, ძროხის ან ქათმის ხორცის ბულიონები. კვირაში ერთხელ შეგიძლიათ მისცეთ მაკარონის ნაწარმიანი სუფები. ბოსტნეულის სალათი ან ბოსტნეულის პიურე, გახეხილი ბოსტნეული. ტრადიციული კომბოსტოს, კარტოფილისა და სტაფილოს გარდა ამ ასაკში უკვე შეგიძლიათ აჭამოთ ჭარხალი, მწვანე ბარდა, ლობიო. კვირაში ერთხელ დასაშვებია მდინარის არაცხიმიანი თევზი. ხილის კომპოტი, ან ხილის წვენი.
ვახშამი: შეგიძლიათ შეთავაზოთ ბოსტნეული ან ხორცი. ხილის პიურე, ხაჭო ან წვენი.
ძილის წინ შეგიძლიათ მისცეთ ადაპტირებული რძის საკვები ამ რძემჟავა სასმელი, მაწონი ან კეფირი.  
წლიდან წლინახევრამდე უნდა იყოს 4-5-ჯერადი კვება, 4 საათიანი შუალედებით. დაიცავით კვების მკაცრი რეჟიმი, რათა პატარას გამოუმუშავდეს პირობითი რეფლექსი.
• ნუ დაივიწყებთ რძეს, 1-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რძის დღიური ნორმაა 0,7ლ (700მლ).
კომენტარები
29 დეკემბერი 2016 08:29
Gamarjoba! 1 wlis bavshvma qarxnuli raze rim miigos tu sheidzleba? Da aseve yveli gmadlobt
22 ივლისი 2016 14:23
გამარჯობატ წლის და 6 ტვის ბავშვმა რა უნდა და ჯამოს საერტოდ არ ჯამს არაფერს იგნებ მირ4ცჰიოტ რამე მადლობტ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად