კიდევ ერთი კითხვით უნდა შეგაწუხოთ, 12კვირაზე მუხლს... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

07-06-2013

-კიდევ ერთი კითხვით უნდა შეგაწუხოთ, 12კვირაზე მუხლს ცოტა ზემოტ შიგნითა მხრიდა 2ვე ფეხზე გამიჩნდა ვარდისფერი სტრიები, ეხლა 15 ის ვარ ლამის(14კვ.5დგე) : (( რა ეშველება, სტრიების კრემს კი ვისმევ მაგრამ მაინც ვშიშობ ეგრე არ დამრჩეს,თან აწი კიდე ხო მოიმატებს ლოგიკურად ((( ზოგი მამშვიდებს ან არ დაგაჩნდება საერთოდ ან ზემოთ აიწევსო, რამდენად შეესაბამება სიმართლეს დიდი მადლობა

პასუხი
-სტრიების პროფილაქტიკა იძლევა კარგ შედეგებს, ხოლო რაც შეეხება მის აღმოფხვრას ძალზე რთულია.
ამ დროს 2 სახის კოსმეტიკური საშუალებაა საჭირო: პირველი - აქტიური დამატენიანებელი საშუალებები. მეორე ისეთ საშუალებების გამოყენება, რომლებიც კანს ანიჭებს სიმკვრივეს. კანზე ზრუნვა გულიხმობს გასუფთავებას, დატენიანებას და კვებას.
უნდა გამოიყენოთ საცხები და ზეთები, ისინი ამაგრებენ ეპიდერმისის ქსოვილს, კრემები ინტენსიურად ატენიანებენ და არბილებენ კანს; ამაღლებენ რეგენერაციულ ფუნქციებს,  საცხები, რომლებიც შეიცავენ ვიტამინ E-ს, ელასტინს, პანთენოლს - სტატისტიკურად ამცირებენ სტრიების გაჩენის ალბათობას. ასევე ვიტამინები: A, C, B9, B12, F – რომლებიც ამაღლებენ კანის სიმკვრივეს და ტონუსს, უნარჩუნებს რა მას წყლის ბალანსს. მოვლის საშუალებები უნდა შეიცავდეს ამინომჟავებს, ეთერზეთებს, ზეითუნის ზეთს, ელასტინს, კოლაგენს.
საუკეთესოა ქაცვის ზეთი, ნუშის ზეთი, კაკლისა და კედრის ზეთები (კედრის ზეთი ერთ-ერთი შეუცვლელი და უნიკალურია ცხიმებს შორის; სრულფასოვნად კვებავს და აღადგენს კანის ბუნებრივ ტენიანობას; მატებს კანს ელასტიურობას და სიმკვრივეს; აჩქარებს კანის უჯრედების რეგენერაცის პროცესს; კედრისა და კაკლის ზეთები ასტიმულირებენ შემაერთებელი ქსოვილების ახალი ცილების ხინთეზს, რაც აფერხებს სტრიების წარმოქმნას), ხორბლის ჩანასახის ზეთი და ა.შ.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად