ჩემს მძიმე 54 წლის ნათესავ მამაკაცს უკვე ხუთ წელზე... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

31-05-2013

-ჩემს მძიმე 54 წლის ნათესავ მამაკაცს უკვე ხუთ წელზე მეტია აქვს შაქრიანი დიაბეტი და მაღალი არტელიული წნევა. არასოდეს არ უმკურნალია. ამ ერთი თვის წინ ხანგრძლივი ნერვიულობის ნიადაგზე დიაბეტის ზღვრულ ნორმაზე 4ჯერ მეტი გაუხდა და თან დაერთო ფსიქიური აშლილობა. რის შემდეგაც ორჯერ მოხვდა ჯერ თემქაზე არსებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში შემდეგ კი ადამიანზე განხორციელებული აგრესიის გამო ღუდუშაურის საავადმყოფოს ნევროლოგიურ განყოფილებაში. ორივე სავადმყოფოდან გამოუშვეს იმის გამო რომ პაციენტი უარს აცხადებს მკურნალობაზე და როგორც აგვიხსნეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით მისი თანხმობის გარეშე არ აქვთ მკურნალობის უფლება. ამის შემდეგ ვაჩვენეთ ექიმ შოთა გამყრელიძეს, დასმული დიაგნოზის- განდიდების მანია- დაუნიშნა მკურნალობა, მაგრამ ავადმყოფმა ინტერნეტში მოიძია გამოწერილი წამლების ანოტაციები, რომლის უკუჩვენბებშიც ზოგს გლუკოზის შემცველობა, ზოგს არტეული წნევის მომატება უწერია, რის გამოც ისევ უარზეა იმკურნალოს. არადა აგრესია უძლიერდება, ქუჩაში ვინც თვალში არ მოუდის სცემს, სახლში არ ჩერდება, საკუთარი აზრის გარდა არავისას იზიარებს. ამის შემყურე ოჯახის წევრები ურთულეს მდგომარეობაში არიან. უმორჩილესად გთხოვთ მიპასუხოთ და მირჩიოთ: იქნებ არსებობს რამე დაწესებულება, ვინმე ექიმი ან სხვა საშუალება სადაც ჩვენი პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარებიან. და ფსიქიურ აშლილობას უმკურნალებენ დიაბეტისა და მაღალი არტერიული წნევის გათვალისწინებით. წინასწარ მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის.

პასუხი
–ნებისმიერ ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტის მკურნალობა აუცილებლად ითვალისწინებს მის  ჯანმრთელობის მდგომარეობას და უკვე არსებულ დაავადებათა გათვალისწინებით ხდება დანიშნულების შედგენა. აუცილებელია პაციენტი მოათავსოთ კლინიკაში, აგრესიული გამოვლინებების გამო, შესაძლოა მის სტაციონარში განთავსებისას დახმარება სთხოვოთ პოლიციის სამსახურს. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად