.ვარ 18 წლის,არ ვიცი რა მჭირსს,უძილობა მაწუხებს,რა... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

30-05-2013

-გამარჯობათ.ვარ 18 წლის,არ ვიცი რა მჭირსს,უძილობა მაწუხებს,რაც არ უნდა გვიან დავიძინო, მაინც ძაან ადრე ვდგები, თან კიდე ყველაფერზე ადვილად ვღიზიანდები ვვუხეშობ,მალე ვვარდები,ვყვირივარ,ვჩხუბ,ელემენტარულად კითხვა რო დამისვან იჯახსი შესაფერისად არ ვპასუხობ,ალბათ ნერვოზი მაქ,თან ნეხევარი წლის წინ მამა დამეღუპა და შეიზლება მაგანაც იმოქმედა,ისიც ასე იყო და ბიძაჩემიც,შეიძლება გენეტიკურია,რას მირჩევთ?ვის მივმართო,?წინასწარ მადობთ

პასუხი
-შეეცადეთ დაწვეთ ერთსა და იმავე დროს, ძილის წინ არ შეასრულოთ ბევრი გონებრივი სამუშაო (ვგულისხმობ მეცადინეობას, კომპიუტერთან თამაშს), არ უყუროთ ტელევიზორს, არ ჩაერთოთ კამათსა და დაძაბულ საქმიანობაში, არ ჭამოთ ძილის წინ, შეზღუდეთ კოფეინიანი სასმელის მიღება (ყავა, კოკა-კოლა, კაკაო და სხვა), ძილის წინ გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, დაძინებამდე დალიეთ ნახევარი ჭიქა ტკბილი თბილი წყალი ან მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი, დაწექით კარგად განიავებულ ოთახში.
ცნობისათვის გეტყვით, რომ უძილობას მრავალი მიზეზი აქვს. ისინი საძიებელია როგორც გარემო ფაქტორებს, ასევე ორგანიზმის თავისებურებებს, ცხოვრების წესსა და სხვა იმ ფაქტორებს შორის, რომლებთაც ძალუძთ დაარღვიონ ჰუმორული რეგულაცია ან უშუალოდ ის სტრუქტურები დააზიანონ, რომლებსაც ძილის ორგანიზაცია აკისრია. მაგალითად, უძილობას იწვევს: ამინდის ცვალებადობა, ხმაური, უჰაერობა, მოუხერხებელი საწოლი, არასასიამოვნო გარემო საძინებელში; ძილის წინ კოფეინის შემცველი პროდუქტების (ჩაი, ყავა, შოკოლადი და სხვა) მიღება; ძილის წინ მაღალკალორიული საკვების მიღება; არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა; ცხოვრების ჩვეული წესის შეცვლა (მაგალითად, სამუშაოდ ღამის ცვლაში გადასვლა, დროის სარტყლის შეცვლა); სტრესი და ემოციური გადაძაბვა; დეპრესია და ნევროზი; სომატური ან ენდოკრინული პათოლოგია, რომელიც ნორმალურ ჰომეოსტაზს ცვლის (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა დისბალანსი); ტკივილი; რომელიმე წამლის გვერდითი ეფექტი.
თუ რჩევების გათვალისწინების მიუხედავად შედეგს ვერ მიიღებთ აუცილებლად უნდა მიმართოთ ნევროლოგს, სწორედ იგი შეგირჩევთ გამოკვლევის შემდეგ ეფექტურ პრეპარატს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად