, იქნებ რჩევა მომცეთ, მაქვს ცხიმიანი თმა, თუმცა მ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

29-05-2013

-გამარჯობათ , იქნებ რჩევა მომცეთ, მაქვს ცხიმიანი თმა, თუმცა მაქვს ქერტლიც, ვცადე სხვადასხვა შამპონები, თუმცა უშედეგოდ. მადლობა

პასუხი
- ცხიმოვანი ქერტლის დროს სასურველია შამპუნი შეიცავდეს კეროტილს, გირჩვეთ დასაბანად გამოიყენოთ ტოპიკის შამპუნი ცხიმოვანი სებორეისთვის ან პრეგეინის შამპუნი. რამოდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ ცხიმიანი თმების მოსავლელად:
>ლიმონის წვენით გაიწმინდეთ თავის ცხიმიანი კანი. ეს საშუალება აშრობს და აცილებს ცხიმს.
> 2 ს.კ. ლიმონის წვენს შურიეთ 1/2 ჭიქა არაყი და დღეგამოშვებით გაიწმინდეთ ცხიმიანი თმა.
>დაბანამდე 2-3 საათით ადრე ცხიმიან თმაში შეიზილეთ ალოეს წვენი.
>დაბანამდე 1 საათით ადრე თმის ძირებში შეიზილეთ დაფნის ფოთლების ნაყენი. შეიძლება დაფნის ფოთლების სპირტიანი ნაყენის დღეგამოშვებით გამოყენებაც.
>კარგია ცხიმიანი თმებისთვის კვერცხის გული, რადგან იგი შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც ამცირებს ცხიმის გამოყოფას. კვერცხის გულში შეურიეთ თითო-თითო ჩაის კოვზი სპირტი და წყალი. პირველი ჩამობანის შემდეგ თავის კანში შეიზილეთ ეს სითხე და გიჩერეთ 10 წთ. შემდეგ ჩამოიბანეთ.
>1-2 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, შეიზილეთ თავის კანში და გაიჩერთ თავზე გახმობამდე. შემდეგ ჩამოიბანეთ თავი ჩვეულებრივად.
>3 სუფრის კოვზი მუხის ქერქი ადუღეთ 1 ლ წყალში 15 წუთი. დაუმატეთ ჭინჭრის ნაყენი და დაბანის შემდეგ გადაივლეთ თავზე, თან შეიზილეთ თმის ძირებში.
თუ რჩევების გათვალისწინების მიუხედავად ქერტლის პრობლემა კვლავ გექნათ, ამავე დროს თუ ქერტლი დიდი ზომისაა და ბევრი, მაშინ ეს შეიძლება იყოს სებორეის, სოკოვანი ინფექციის, ან ფსორიაზის ერთ-ერთი ფორმა. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ დერმატოლოგს - ის განსაზღვრავს, რა არის ქერტლის მიზეზი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად