, ვარ 15 წლის, მალე 16 ვხდები.ძალიან მჭირდება რჩევ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

20-05-2013

-გამარჯობა, ვარ 15 წლის, მალე 16 ვხდები.ძალიან მჭირდება რჩევა. ყოველთვის გამხდარი ვიყავი, მაგრამ არა ზედმეტად. ამ ზამთარს 3 კილო მოვიმატე, მაგრამ ისევ დავიკელი. საქმე იმაშია რომ თავი ახლა იმაზე მსუქნად მეჩვენება ვიდრე დაკლებამდე ვიყავი. უფრო სწორად, დილით სარკეში რომ ჩავიხედები გამხდარი მეჩვენება თავი, მაგრამ მარტო დილით, შემდეგ ისევ მსუქანად.იმედია, კარგად ავხსენი რასაც ვგულისხმობ. უკვე ჭამასაც მოვუკელი ნელ-ნელა, პურზე და ტკბილეულზე ხო არაფერს ვამბობ. დილით ვჭამ მარტო ნორმალურად. ძალიან ვნერვიულობ უკვე, არ ვიცი რა ვქნა. იქნებ მირჩიოთ. წინასწარ მადლობა.

პასუხი
-როგორც ჩანს თქვენ უფრო ფსიქოლოგიური პრობლემა გაქვთ, ვიდრე ფიზიკური, რაც თქვენს ასაკში არცთუ იშვიათია. აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ კვების ნორმალურ რეჟიმს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეგექმნებთ. რაციონიდან რაც უნდა გამორიცხოთ ეს არის : გაზიანი სასმელები, ჩიფსები და ბურგერები. შეზღუდოთ ცომეული, საკონდიტრო ნაწარმი, და რაც მთავარია ივარჯიშეთ, ვარჯიში სხეულს მოხდენილობას შესძენს.
დამატებითი რჩევების მისაღებად გაეცანით ჩვენს ვებ ბგვერდზე სტატიას „რას ნიშნავს სწორი კვება“,
http://mkurnali.ambebi.ge/dietologia/3409-ras-nishnavs-stsori-kveba.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად