. მე ვარ 12 წლის მოზარდი. მე ვიკვებები ნორმალურად... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

02-05-2013

-გამარჯობა . მე ვარ 12 წლის მოზარდი. მე ვიკვებები ნორმალურად,მაგრამ ვარ ძალიან გამხდარი და საერთოდ არ ვსუქდები.მაინტერესებს რისგან შეიძლება იყოს ეს გამოწვეული და რას მირჩევთ,როგორ შევძლებ წონაში მომატებას? წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის

პასუხი
-შეიძლება ადამიანი კარგად იკვებებოდეს, მაგრამ დღის განმავლობაში უწევდეს იმდენი ფიზიკური შრომა (ან ვარჯიში), რომ საკვების სახით მიღებულ კალორიებს და მეტსაც ხარჯავდეს (ასეთ შემთხვევაში იგი წონაში ვერ მიმატებს და პირიქით, შეიძლება დაიკლოს კიდეც). ისეთ შემთხვევაში, თუ ადამიანი ერთი შეხედვით ცოტას ჭამს, მაგრამ დღის განმავლობაში ენერგიას საერთოდ არ ხარჯავს, მაშინ არ არის გამორიცხული წონაში მატება. გარდა ამისა, შეიძლება ცოტას ჭამდე, მაგრამ კალორიულს (პურ-ფუნთუშეული, ცხოველური ცხიმი) და შეიძლება ბევრს ჭამდე, მაგრამ ნაკლებად კალორიულ პროდუქტებს (მაგალითად, ბოსტნეულს).
თუ წონაში მომატება გსურთ, მაშინ უნდა გაზარდოთ საკვების კალორიულობა და რაციონში შეიტანოთ ცილებითა და ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები. იკვებეთ ხშირ-ხშირად, საკვები საგულდაგულოდ დაღეჭეთ.
სთხოვეთ მას, ვინც თქვენს კვებაზე ზრუნავს, სუფრა მადის აღმძვრელად გამოიყურებოდეს. გირჩევთ 2-3 კვირის განმავლობაში მიიღოთ კალციუმის ქლორიდის 10%-იანი ხსნარი - თითო ს.კ. 4-ჯერ დღეში. ამასთან ერთად მიიღეთ რომელიმე პოლივიტამინური პრეპარატი.
კიდევ რამდენიმე რჩევას მოგცემთ:
>მოახდინეთ მადის სტიმულირება- ყოველი კვების წინ დალიეთ ბოსტნეულის ან ხილის წვენი, კარგია უალკოჰლო ლუდიც.
>ჭამეთ დღეში არანაკლებ 5-6-ჯერ, კვებებს შორის ერთნაირი შუალედები დაიცავით.
>ნასადილევს დაისვენეთ, მშვიდად დაჯექით ან წამოწექით, მიეცით ორგანიზმს საკვების კარგად მონელების საშუალება.
>ვისაც მომატება სურს, მისი მენიუ, როგორც უკვე გითხარით, უნდა იყოს ცილოვან-ნახშირწყოვანი. ამასთან მიღებული ცილების ნახევარს უნდა შეადგენდეს ხორცი, თევზი, კვერცხი. განსაკუთრებით სასარგებლოა ქათამი, მის ნაზ ხორცს ორგანიზმი ადვილად ითვისებს, მისი შემადგენელი ცილები კუნთებს სათანადო ფორმის მიღებაში ეხმარება.
ყოველდღე ჭამეთ ხაჭო და თან მაღალი ცხიმიანობის, ასევე დალიეთ რძე, ჭამეთ მაწონი.
>შეგიძლიათ მოამზადოთ სპეციალური ცილოვანი კოქტეილი. გახსენით 100 გრამი ხაჭო ერთ ჭიქა ნაღებში, დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი მურაბა ან თაფლი, ყველაფერი კარგად აურიეთ და მიირთვით. გემრიელიცაა და სასარგებლოც.
>ცხიმები. მზესუმზირას, ზეითუნის ან სიმინდის ზეთით კარგად შეაზავეთ სალათები. მათში შემავალი ე ვიტამინი დადებითად მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაზე.
>ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას ცილებთან ერად ხელს ნახშირწყლებიც უწყობს. ამიტომ ჭამეთ თეთრი პური და მაკარონი, კარტოფილი, შაქარი, თაფლი, ტკბილეული.
>ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი ყოველდღიური კვების რაციონი იყოს ბალანსირებული და ვიტამინებისა და მიკროელემენების შემცველობითაც. საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ ვიტამინო-მინერალური კომპლექსი.
>დღეში 2-3 ლ წყალი დალიეთ. ეს შეიძლება იყოს ჩაი რძით, ყავა ნაღებით, წვენები და წყალი.
> მიუხედავად იმისა, რომ წონაში მომატება გჭირდებათ, ვარჯიშზე არ უნდა თქვათ უარი. დილა დაიწყეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიშებით, ძილის წინ ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და ძალიან კარგი იქნება თუ დაკავდებით სპორტით, მაგალითად ივლით ცურვაზე.
>სიგარეტი, ალკოჰოლი და მითუმეტს ნარკოტიკები კატეგორიულად იკრძალება.
>მნიშვნელოვანია ღამის სრულფასოვანი ძილი. ახლა წონაში მოსამატებელ დიეტასაც შემოგთავაზებთ: საუზმე_ ერთი თეფში ჰერკულესის ფაფა თაფლით და ნიგვზით, ან ხაჭო ჩირით, კარაქიანი პური ყველით და ფინჯანი კაკაო. სამხარი_ ხილის წვენი, ძეხვის ბუტერბროდი და იოგურტი. სადილი_ მადის აღსაძვერელად ჯერ სალათი მიირთვით, შემდეგ კალორიული წვნიანი, ხორცის ან თევზის დიდი ნაჭერი, გარნირად ნაღების კარაქით შეზავებული კარტოფილის პიურე ან მაკარონი. ტრაპეზი დაასრულეთ დესერტით და ნაღებიანი ყავით. მეორე სადილი_ სალათი ახალი ბოსტნეულისგან და ცხიმიანი იოგურტი. ვახშამი_ომლეტი `ვიჩინით~ ან პომიდვრით, დალიეთ რძე, ძილის წინ კი ჭამეთ ვაშლი ან მსხალი. რასაკვირველია არ დაგავიწყდეთ პური.
თუ ამ ღონისძიებების მიუხედავად წონაში არ მოიმატებთ, მაშინ მიმართეთ თერაპევტს და ჩაიტარეთ სრულფასოვანი გამოკვლევა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად