ვარ 1.70 და 68 კილო ჩემი სიმაღლესთან რამდენი უნდა ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

01-05-2013

ვარ 1.70 და 68 კილო ჩემი სიმაღლესთან რამდენი უნდა იყოს ნორმალური წონა და რა დიეტას მირჩევთ რომ დავიკლო? გთხოვთ მომწეროთ პასუხი

პასუხი
-თქვენ არც ამ ეტაპზე გაქვთ ჭარბი წონა. კონკრეტულ დიეტას ჩვენ საიტიდან ვერ შემოგთავაზებთ. დიეტის შედგენა ინდივიდიუალურად ხდება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ამისთვის კი საჭიროა დიეტოლოგთან ვიზიტი. მოგცემთ მხოლოდ რჩევებს, რაც გასათვალისწინებელია წონის დაკლების დროს.
გახდომის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ იმ საკვების ენერგეტიკული ღირებულება რომელსაც დღის განმავლობაში მოხმარენ. თავდაპირველად უნდა დადგინდეს თუ რამდენი კალორია მიდის ძირითად ცვალზე:
1. RMR = 655 + (9,5 x წონა კგ-ში) + (1,8 x სიმაღლე სმ-ში) – (4,7 x ასაკი) (გვიჩვენებს, რამდენი კალორია უნდა ჩვენს ორგანიზმს დღეში სიცოცხლისუნარიანობისთვის) ამ ციფრზე ნაკლები კალორიის მიღება არ არის სასურველი,
2. AMR -ეს არის კალორიის ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ წონა,
-მჯდომარე ცხოვრების წესი: AMR = RMR * 1,2;
-მცირე ფიზიკური აქტიურობა (კვირაში 1-3 დღე სპორტი): AMR = RMR * 1,375;
-საშუალო აქტიურობა ( კვირაში 4-5 დღე სპორტი): AMR =RMR * 1,55;
-მაღალი აქტიურობა (კვირაში 6-7 დღეს სპორტი): AMR =RMR * 1,725;
-ძალიან მაღალი აქტიურობა (ყოველდღიურად სპორტით ინტენსიური დაკავება, მძიმე ფიზიკური სამუშაო სამსახურში, დღეში 2-ჯერ ინტენსიური ფიზიკური ვარჯიში) : AMR = RMR * 1,9.
მაგრამ, თუ გსურთ დაკლება, მაშინ...
იმის მერე, რაც გამოვითვლით კალორიების იმ მინიმალურ რაოდენობას, რომელიც საჭიროა ორგანიზმისთვის არსებული წონის შესანარჩუნებლად, გამოაკლებთ მას 500 კალორიას და მივიღებთ რიცხვს, რომელიც გვიჩვენებს, თუ დღეში რამდენი კალორია უნდა მიიღოთ იმისათვის, რომ დაიკლოთ კვირაში 0,5 კგ ცხიმი (თვეში 2კგ) (და არა სითხე!) ანუ საჭიროა დღეში მივიღოთ: (AMR – 500)კალ. და კიდევ...
-სვით დღეში 8-10 ჭიქა წყალი. იგი გაწმენდს თქვენს ორგანიზმს ტოქსინებისა და წიდებისაგან. შეზღუდეთ საკვებში მარილი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შეკავებას.
-ნურასოდეს გამოტოვებთ საუზმეს, რადგან ასეთ დროს ორგანიზმი იღებს სიგნალს, რომ თქვენ მშიერი ხართ და ანელებს ნივთიერებათა ცვლას.
-საკვები კარგად დაღეჭეთ, საერთოდ, ჭამეთ ძალიან ნელა. ნუ მიირთმევთ საჭმელს ტელევიზორთან ან სხვა ისეთ სიტუაციებში, სადაც კვების პროცესი ავტომატური და გაუაზრებელი ხდება.
-ივახშმეთ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. გვიან მიღებული საკვები ორგანიზმში ცხიმის სახით ლაგდება.
-მიირთვით ზომიერი პორციები. საკვების მცირე მოცულობას უკეთ მოინელებთ.
- გადაეჩვიეთ ჭამებს შორის შუალედში სასუსნავის მირთმევას, გირჩევთ ასეთ დროს უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულს მიანიჭოთ. -ერიდეთ ზედმეტ კოფეინს, განსაკუთრებით, ღამის საათებში, რადგან იგი არღვევს ძილის რეჟიმს. ღრმა ძილი კი ჩაძინებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში აუცილებელია ჰორმონული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
-ნუ მიეჯაჭვებით სასწორს – აიწონეთ კვირაში ერთხელ.
უნდა გახსოვდეთ: წარმატების 70% თქვენზე, თქვენს ნებისყოფასა და მიზანსწრაფულობაზეა დამოკიდებული. დიეტა არ არის ორკვირიანი სასწაული, უნდა შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება საკვებისადმი, კვების პროცესისადმი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი დიეტით მიღებული შედეგი უკვალოდ გაქრება და თქვენი კილოგრამები სულ მალე უკანვე დაგიბრუნდებათ.
ახლა კი გთავაზობთ რაციონალური, ჯანსაღი კვების რამდენიმე წესს, რომლებიც დიეტის შერჩევისას დაგეხმარებათ:
- დიეტისათვის შერჩეული პროდუქტები უნდა იყოს მრავალფეროვანი და გემრიელი. ჩამონათვალში აუცილებლად უნდა შედიოდეს: ქათმისა და ძროხის ხორცი, თევზი, რძე, რძის პროდუქტი, მარცვლეული, ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული. ეს პროდუქტები საჭირო რაოდენობით შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალებს და ვიტამინებს.
-მიღებული პროდუქტების კალორიულობა უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის ენერგეტიკულ დანაკარგებს.
- ოპტიმალურია ოთხჯერადი კვება საკვების ასეთი გადა ნაწილებით: 25%-საუზმე, 35%-სადილი, 25%-მეორე სადილი და 15%-ვახშამი.
- ერიდეთ ტკბილეულს: შაქარს, მურაბებს, ნაყინს, შოკოლადს, ცომეულს, ცხოველურ ცხიმს.
- ნუ მოგხიბლავთ ე.წ. სწრაფი დიეტები – გახდით ნელ-ნელა და გონივრულად!
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად