ვმკურნალობ ვურგარულ აკნეზე წარმატებით, ყოველი შემთ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

01-05-2013

-ვმკურნალობ ვურგარულ აკნეზე წარმატებით, ყოველი შემთხვევისთვის გადავიღე ნაღვლის ბუშტის ექოსკოპია და შეინიშნება მცირე ნალექი და "გაზარმაცებულიაო" .მირჩია სწორი კვება და ჯანსაღი (ხილი.., არაშემწვარი..), გთხოვთ უფრო კონკრეტულად მითხრათ როგორი ტიპის საკვები მივიღო რათა კვლავ არ შემექმნას აკნეს პრობლემა.ვარ 17 წლის , მადლობა.

პასუხი
-ასეთ  დროს აუცილებელია, რაციონი შეიცავდეს საკმარისი ოდენობის სრულფასოვან, ადვილად ასათვისებელ ცილებს.
ყაბზობისას დასაშვებია მცენარეული ცხიმიც. ნახშირწყლების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ფიზიოლოგიურ ნორმას, ხოლო ჭარბი წონის პაციენტებისთვის ის ფიზიოლოგიურზე ოდნავ ნაკლებიც კი უნდა იყოს.
დიეტა ასევე გულისხმობს დაავადებული ორგანოს დაზოგვას, რაც კულინარიულად საგულდაგულოდ დამუშავებული პროდუქტებით მიიღწევა. საკვების უკეთესი ათვისებისა და მონელებისთვის აუცილებელია მისი ხშირი, დანაწევრებული მიღება. ეს საგრძნობლად აუმჯობესებს ნაღვლის წარმოქმნასა და მოქმედებას.
მენიუ უნდა შეიცავდეს უჯრედისით მდიდარ სურსათს, რათა გაიზარდოს ნაღვლის მოქმედების ეფექტი და ხელი შეეწყოს ორგანიზმიდან ქოლესტერინის მაქსიმალურ გამოდევნას.
• დასაშვებია: ვეგეტარიანული სუპი, რძის ნაწარმი, მარცვლოვანთა სუპი, ბოსტნეულის ნახარში, მოხარშული საქონლის, ხბოს, ქათმის, კურდღლის მოხარშული, მჭლე ხორცი. ორთქლში მოხარშული კატლეტი, გუფთა, ხბოს ძვლის ბულიონი, დიეტური და საექიმო ძეხვი, რძიანი სოსისი, მოხარშული თევზი;
• კვერცხი - დღეში 1 ცალი (უგულოდ, კერძის შემადგენლობაში), კვერცხის ცილის ომლეტი ან სუფლე. კეფირი, მაწონი, აციდოფილური რძე, ხაჭო - დღეში 200 გრამამდე, ფაფა, თეთრი და შავი პური, მწიფე ხილი, კენკრა (გარდა მჟავე სახეობებისა) - ცოცხალიც და მოხარშულიც, ბოსტნეული და მწვანილი (განსაკუთრებით კარგია სტაფილო და ჭარხალი), კარტოფილი, პომიდორი, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, კიტრი, ბადრიჯანი, ყაბაყი, ვაშლი, მსხალი, ატამი, გარგარი, საზამთრო, ნესვი, ბანანი; მურაბა, თაფლი. შაქარი დასაშვებია დღეში 70 გრამამდე, ბოსტნეულისა და ხილის წვენები კი შეიძლება განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოთ.
ნებადართულია რძიანი, არცთუ ისე მაგარი ჩაი.
უნდა შეიზღუდოს ცხიმები (ნაღები, კარაქი - 10 გრამამდე დღეში, მცენარეული ზეთი - 20-30 გრამამდე, კვერცხი მხოლოდ ერთი ცალია დასაშვები), სუფრის მარილი - 10 გრამამდე, კარგია: A, ჩ, B1, B2, B12, PP, K ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა. საკვების მიღება სასურველია დღეში 5-ჯერ, მცირე ულუფებით.
აბსოლუტურად უნდა გამოირიცხოს ალკოჰოლური სასმელები, ღვიძლი, პარკოსნები, სოკო, ისპანახი, მჟაუნა, მწვანე ხახვი, ცხიმიანი ხორცი, დამარილებული, შებოლილი და დაკონსერვებული პროდუქტი, ნაყინი, კაკაო, გაზიანი სასმელები, შოკოლადი.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად