.. მყავს 7 თვის ბავშვი,მეორე დგეა სიცხეა აქვს, 38ნ... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
30-04-2013

-გამარჯობათ.. მყავს 7 თვის ბავშვი,მეორე დგეა სიცხეა აქვს, 38ნახევარი, და ხან 37. ვერ გავიგე რისი ბრალია, ვირუსის თუ კბილების..ცხირიდანაც ჩამოდის,გუშინ ყურიც ტკიოდა..იქნებ მირჩიოთ რამე.

პასუხი
-სარძევე კბილების ამოჭრას ყოველთვის თან სდევს მდგომარეობის ცვლილება: ბავშვი ჭირვეულობს, ღიზიანდება, ერღვევა ძილი, დასიებული ღრძილებით ყველა საგანს კბენს. ამ პერიოდში კბილებს მიეწერება ბავშვის ქცევისა და ჯანმრთელობის ყველა თავისებურება - უმიზეზო ტირილიც, ტემპერატურის მომატებაც, ფაღარათიც, სურდოც...
მართლაც კბილების ამოჭრა ნამდვილად აისახება პატარას მდგომარეობაზე, ითრგუნება იმუნური სისტემა და იქმნება პირობები ინფექციის განვითარებისთვის. სწორედ ამის ბრალია სურდოც, დიარეაც, ტემპერატურის მომატებაც.
სიცხე შესაძლოა ღრძილების შეშუპებით იყოს განპირობებული, მაგრამ შეცდომაა ყველა პრობლემა სარძევე კბილების ამოჭრას მივაწეროთ. ჯობს ექიმს მიმართოთ, ვინაიდან შესაძლებელია ამ მდგომარეობას სხვა მიზეზიც ჰქონდეს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად