რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ.გამოწურული რძე რამდენი ხანი არის ვარგისი პატარას რომ მივცეთ და როგორ ხდება მისი შენახვა.მადლობა
პასუხი
-გამოწველილი რძე უნდა შეინახოთ თავდახურულ ბავშვის საკვებ ბოთლში, მაცივარში, კვების წინ ის უნდა შეთბეს 37 გრადუსამდე, რძის შენახვა შეიძლება - 150C ტემპერატურაზე რძე 24 საათს ინახება; 19-200C ტემპერატურაზე - მხოლოდ 10 საათს; 250C ტემპერატურაზე - 4 საათს; მაცივარში, 40C ტემპერატურაზე - 8 დღეს; მაცივრის საყინულეში, რომელსაც ცალკე კარი აქვს - 3 თვეს. როცა რძეს გამოიღებთ მაცივრიდან, აუცილებლად უნდა გააჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე, შეგიძლიათ შეათბოთ (და არა ადუღება!) რძიანი ბოთლის თბილ წყალში მოთავსებით, რძის ტემპერატურა 37 გრადუსი უნდა იყოს. 2 საათზე მეტ ხანს ნუ გააჩერებთ უმაცივროდ, რადგან მასში ბაქტერიები მრავლდება.