გთხოვთ უპასუხოდ არ დამტოვოთ, მყავს 42 დღის პატარა... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

26-04-2013

-გამარჯობათ, გთხოვთ უპასუხოდ არ დამტოვოთ, მყავს 42 დღის პატარა, აღმოაჩნდა არა მწვავე ფორმრბში თიაქარი საზარდულში და ჭიპში.. გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე რომ არ გაუმწვავდეს??? ძუძუთი ვკვებავ და რაიმე განსაკუთრებულად ხომ არ ვიკვებო რომ დავეხმარო პატარას?

პასუხი
-რას გულისხმობთ „მწვავე ფორმაში“? ბავშვთა ასაკში ჭიპის თიაქარი ძირითადად საშიში არ არის იმ მხრივ რომ ჩაჭედვა თითქმის არ ხდება. თუ ჭიპის თიაქარი 3-4 წლამდე არ დაიხურა, კეთდება გეგმიური ოპერაცია. თუმცა ჭიპის თიაქარი პერიოდულად ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს, ამ ასაკში შეიძლება მისი ლეიკოპლასტირით გამაგრება, რასაც ექიმი გასწავლით. თიაქარზე უარყოფითად მოქმედებს შეკრულობა, მეტეორიზმი, ტირილი. იგივეს ვერ ვიტყვით საზარდულის თიაქარზე, იგი ხშირად იჭედება. თუ არ იჭედება ან იშვიათად იჭედება 6 თვემდე თავს იკავებენ ოპერაციისგან, მაგრამ ზოგჯერ 3-4 თვის ასაკშიც კეთდება (თუ ბაშვი ფიზიკურად კარგად არის განვითარებული).
მხოლოდ უნდა იყოთ ყურადღებით და მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეთ თიაქრის ჩაჭედვა. თი ბავშვი ჭირვეულობს, ტირის, აფარხალებს ფეხებს, შესაძლოა ღებინებაც განვითარდეს, გაძნელდეს აირების გამოყოფა, მუცელი შეებეროს, პირველ რიგში დაუთვალიერეთ საზარდულის მიდამო, თუ ამ მიდამოში გამობერილობას შენიშნავთ, რომელიც ხელის დაჭერისას  მკვრივი იქნება და ადგილზე დარჩება (არ ჩაიწევს), მაშინ ეს უკვე თიაქრის ჩაჭედვაა და სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ბავშვთა ქირურგიულ კლინიკას. რაც შეეხება თქვენს კვებას, უნდა იკვებოთ იმ რეკომენდაციების დაცვით, რომელიც ზოგადად მოწოდებულია მეძუძური დედებისთვის. ამ საკითხზე რჩევები კი ჩვენი ვებ გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ. გაეცანით სტატიას „რა რგებს და რა ვნებს ორსულებსა და მეძუძურ დედებს"
http://mkurnali.ambebi.ge/dietologia/2833-ra-rgebs-da-ra-vnebs-orsulebsa-da-medzudzur-dedebs.html?start=1
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად