მაინტერესებს შესადზლებელია ტუ არა სახლის პირობებში... | ხალხური საშუალებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ხალხური საშუალებები
25-04-2013

-მაინტერესებს შესადზლებელია ტუ არა სახლის პირობებში სახის გამწმენდის დამზადა. ნორმალური ტიპის კანი მაქვს და სკრაბის გამოყენება რამდენადაა მიზანშეწონილი?

პასუხი

-სქრაბი თხევადი ემულსიისა და აბრაზიული ნაწილაკებისგან შედგება. იგი შესანიშნავად ასუფთავებს კანს გარქოვანებული შრის, ჭუჭყისა და ცხიმოვანი გამონაყოფისგან, აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, ასტიმულირებს რეგენერაციულ პროცესებს, ხელს უწყობს ფორების გახსნას და ტოქსინების გამოყოფას.
სქრაბის გამოყენების შემდეგ კანი ხდება გლუვი, სუფთა, ხავერდოვანი, იღებს უფრო სასიამოვნო ფერს, მდიდრდება ჟანგბადით, ამასთან, უკეთესად იწოვს სხვა მკვებავ და დამატენიანებელ საშუალებებსაც, ამიტომ სქრაბით გასუფთავება კანის მოვლის ერთ-ერთი შეუცვლელი კომპონენტია. სახის პილინგი, ანუ სქრაბით გაწმენდა, სრულდება დაბანის შემდეგ, კრემის წასმის წინ. სქრაბს ისვამენ სუფთა, ნოტიო სახეზე და ფაქიზად იზელენ თითებით. პილინგის ჩატარება ჯობს ძილის წინ, რათა კანმა კარგად დაისვენოს ან ცხელი აბაზანის შემდეგ, როცა კანი დაორთქლილია, ხოლო ფორები - ღია. გვერდი აუარეთ თვალების ირგვლივ არსებულ არეს. სახის დაზელის შემდეგ ნარევი რამდენიმე წუთით დაიტოვეთ, მერე კი კარგად ჩამოიბანეთ. ამის შემდეგ შეიძლება წაისვათ ნიღაბი ან დამატენიანებელი კრემი. პრობლემური (ფერიმჭამელები და სხვა გამონაყარი).
შინ სქრაბის მომზადებისას საფუძვლად შეიძლება ავიღოთ ისეთი პროდუქტები, როგორებიც არის არაჟანი, მცენარეული ზეთი, უმი კვერცხი, თაფლი, ხოლო ნაწილაკების მაგივრობას გაგვიწევს დაფქული ხილის კურკები, კაკალი, გამხმარი ცედრა, კვერცხის ნაჭუჭი, ყავის ნალექი, დაფქული ყავა, დაფქული ჩაი, შვრიის ფქვილი, ქატო და მარილი. განსაკუთრებით მგრძნობიარე კანის მქონე ქალებმა აბრაზიისთვის ჯობს ნაკლებად აგრესიული ნივთიერებები გამოიყენონ. გთავაზობთ რამდენიმე "გემრიელი" სქრაბის რეცეპტს.
•    სახეზე, გარდა თვალების ირგვლივ არსებული არისა, წაისვით ბავშვის საპონი. ხელზე დაიყარეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი და ძალიან ნაზად დაიზილეთ სახე ორი წუთის განმავლობაში, მერე კი გულდასმით ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ასეთი პილინგი უხდება ყოველგვარი ტიპის კანს, გარდა მშრალისა.
•    გათალეთ კიტრი, წვრილად დაჭერით და გაწურეთ. 1 სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი შეურიეთ 1 ჩაის კოვზ ზღვის მარილს, გააზავეთ ნარევი კიტრის წვენით, ისე, რომ მიიღოთ კრემისმაგვარი მასა, დაამატეთ 2 წვეთი ვარდის ეთერზეთი და ამ ნარევით გაიწმინდეთ სახე ზემოთ მითითებული წესით. ნუ ჩამოიბანთ 10 წუთის განმავლობაში. ამ სქრაბს მსუბუქი მათეთრებელი ეფექტიც აქვს.
•    გამწმენდი, მკვებავი და დამატენიანებელი სქრაბი: 1 ჩაის კოვზ დაფქულ ბრინჯს შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ხაჭო და 1 ჩაის კოვზი ნებისმიერი მცენარეული ზეთი. ეს ნარევი დაიდეთ სუფთა სველ სახეზე და ნაზად შეიზილეთ კანში. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
•    პრაქტიკულად ყოველგვარი ტიპის კანს უხდება მარწყვის სქრაბი: დასრისეთ 6 ცალი მარწყვი, დაამატეთ 6 კოვზი მარილი და 4 კოვზი ზეითუნის ზეთი.
სქრაბის შერჩევის გარდა მნიშვნელოვანია მისი სწორი გამოყენებაც: ნორმალური კანი უნდა გავიწმინდოთ კვირაში 1-ხელ, ცხიმიანი - 2-3-ჯერ, გაწმენდის შემდეგ კი რეკომენდებულია კანზე მკვებავი კრემი ან ნიღაბი წავისვათ.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად