რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-სალამი. მაინტერესებს, ანტიმიულერული ჰორმონი როცა დაბალია, კერძოდ 0,4, შესაძლებელა თუ არა ოვულაცია თავის დროზე ხდებოდეს, მაგრამ კვერცხუჯრედის ხარისხი დაბალი იყოს და ვერ ხდებოდეს განაყოფიერება. აქამდე ყოველთვის წესრიგში იყო ოვულაცია, ფოლეკულა თავის დროზე მწიფდებოდა და სკდებოდა, მაგრამ ეხლა მოულოდნელად პირველად ციკლი გადამიცილდა 17 დღით და ანალიზმა აჩვენა, რომ ანტიმიულერული ჰორმონი არის დაბალი. გთხოვთ მომწეროთ პასუხი, რამ შეიძლება გამოიწვიოს უცაბედი დაქვეითება და შეიძლება თუ არა ამ ჰორმონის ნორმაში მოყვანა წინასწარ მადლობა
პასუხი
-დიახ შეიძლება ოვულაცია თავის დროზე ხდებოდა. AMH (ანტიმიულერული ჰორმონი) კონცენტრაცია სისხლში არ მიგვანიშნებს კვერცხუჯრედის ხარისხზე, იგი ასახავს წვრილი, ზრდადი ფოლიკულების რაოდენობას საკვერცხის ქსოვილში. კვლევებმა აჩვენა, რომ ზრდადი ფოლიკულების რაოდენობა დამოკიდებულია არსებული პრიმორდიალური – მძინარე ფოლიკულების რიცხვზე, ამიტომ AMH განიხილება როგორც საკვერცხეში დარჩენილი კვერცხუჯრედების რაოდენობის ოვარიული რეზერვის მარკერი.