ვარ 21 წლის გოგო, მაწუხებს უკვე დაახლოებით 7 წელია... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

25-04-2013

-ვარ 21 წლის გოგო, მაწუხებს უკვე დაახლოებით 7 წელია ხელის მტევნებზე წვრილი გამონაყარი რომელსაც თან ახლავს ძლიერი ქავილი მიმწვავდება მაშინ როდესაც უფრო ხშირად მაქვს წყალში ხელები, ეს ბოლო წლებია მსგავსად დამეწყო მუცლის არეში და ფეხის უკანა საკეც მიდამოში წვრილი გამონაყარი და ქავილი, პლიუს იმდენად აუტანელი ქავილია მისგან სისხლჩაქცევები მიჩნდება ფეხზე, მუცელზე კი მუქი ლაქები ქავილისგან. ასევე მაწუხებს ქერტლი და გამონაყარი თავის მიდამოში. გამოვიყენე თავისთვის ნიზორალის შამპუნი რომელმაც პირველი ხმარებისას ძალიან კარგი შედეგი გამოიწვია მაგრამ ისევ დამეწყო ქერტლი, მეორე ხმარებისას კი ნაკლებად დავრჩი კმაყოფილი. ხელის გამონაყარზე ვხმარობ ცელეტოდერმის მაზს რომელიც ცოტა შვებას მგვრის.რა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული აღნიშნული მდგომარეობა და მიახლოებით რა დიაგნოზი შეესაბამება ჩემს მდგომარეობას? წინასწარ გიხდით მადლობას.

პასუხი
პასუხობს: კანისა და ვენერულ სნეულებათა სამცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმ-დერმატოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლორთქიფანიძე

-თქვენი აღწერით თავზე გაქვთ-თავის თმიანი არის სებორეა, ხოლო მტევნებზე დისჰიდროზული ეგზემა. სამწუხაროდ ორივე მიეკუთვნება ქრონიკულ დაავადებებს რემისიებით და გამწვავებებით. უნდა მიმართოდ დერმატოლოგს და ის გასწავლით როგორ უნდა მართოდ თქვენი დაავადებები, რომ ძალიან აღარ გაგიმწვავდეთ და ესეთ მდგომარეობამდე აგარ მიხვიდეთ.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად